მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„გალერია თბილისი“ სტუმრებს ახალ ციფრულ აპლიკაციას სთავაზობს

news image
mbc image

Loyal - ი გალერია თბილისის აპლიკაციაა, რომელია სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ციფრულ სივრცეში და სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

„გალერია თბილისის“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ნინი ადუაშვილის ინფორმაციით, სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში, გასართობ, სერვის ობიექტებში და პარკინგზე გადაიხადოს აპლიკაციის მეშვეობით, დააგროვოს ქეშბექი ქულების სახით და დაგროვილი ქულებით გადაიხადოს სისტემაში ჩართულ ობიექტებში.

„დანახარჯის ზრდასთან ერთად მომხმარებელი გადადის ახალ დონეებზე, რითაც მას ეზრდება ქეშბექის პროცენტი და იღებს უკეთეს პერსონალურ შეთავაზებებს. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ასევე პარკირების ადგილის მონიშვნა, მანქანის მარტივად მისაგნებად. აპლიკაცია გალერია თბილისში განთავსებულ 40-მდე ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს უფრო მოქნილი შეთავაზების მიღებაში ეხმარება“, - განმარტა ნინი ადუაშვილმა Business Insider Georgia -თან.

გარდა ამისა, მან მიმდინარე სეზონიც შეაფასა და დასძინა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, აქტივობა გაზრდილია და ,,გალერია თბილისი“ სრულად არის დატვირთული.

„ჩვენს სავაჭრო ცენტრს, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს წლის ნებისმიერ სეზონზე. ამ ეტაპზე „გალერია თბილისი“ სრულად დატვირთულია და გაზრდილია ასევე შემოსავლები წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა,  საკმაოდ ბევრი  ახალი ბრენდი შემოიყვანეთ საქართველოში, რომლებიც მხოლოდ ქალაქის გულში არიან წარმოდგენილნი“, - აღნიშნა  ნინი ადუაშვილმა.

ცნობისთვის, „გალერია თბილისი“ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას - ეს არის შოპინგი, გართობა, კვება, მომსახურების სერვისები და ა.შ

თბილისის შუაგულში მდებარე სავაჭრო ცენტრი ამ ეტაპზე წარმოდგენილია 140 ქართული და საერთაშორისო ბრენდით, მათ შორის,  PAL ZILERI, HACKETT, KARL LAGERFELD, ELISABETTA FRANCHI, SCOTCH&SODA და სხვა, რომლებიც  მხოლოდ გალერია თბილისში განაგრძობენ საქმიანობას. ამასთან, სავაჭრო ცენტრში  დაახლოებით 20 კვების ობიექტია განთავსებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა