გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე, რაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საერთაშორისო განთავსებაა.
UzNIF-ის IPO-მ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტრანზაქციის მოცულობამ 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ უზბეკეთის კაპიტალის ბაზრისთვის ისტორიულ ტრანზაქციაში. UzNIF-ის პირველადი საჯარო განთავსება არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია. გალტ & თაგარტი მომავალშიც გააგრძელებს ინვესტორებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაზიარებას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ UzNIF საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვასა და სამეურვეო ფუნქციას Franklin Templeton ახორციელებს, რაც UzNIF-ს საერთაშორისო გამოცდილებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
10.06.2026.19:00
Kursi.ge-მ, საქართველოს ციფრულმა ვალუტის კონვერტაციის პლატფორმამ, დაფინანსება მოიზიდა Symbiotics-ისგან - გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი პლატფორმისგან, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს.

ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია Kursi.ge-სთვის, რადგან წარმოადგენს კომპანიის პირველ დაფინანსების შეთანხმებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან. ამავდროულად, იგი ასახავს საერთაშორისო ნდობის ზრდას საქართველოს ფინტექ სექტორისა და იმ ციფრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომობას, ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას აუმჯობესებს.
Symbiotics-ს აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სხვა სტრუქტურებთან, რომლებიც ფინანსურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს განვითარებად ბაზრებზე. აღნიშნული გარიგების შედეგად, Kursi.ge გახდა ერთ-ერთი ფინტექ კომპანია, რომელიც Symbiotics-ის პარტნიორთა ქსელს შეუერთდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური პლატფორმების მზარდ როლს თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში.
Kursi.ge-სთვის მოზიდული დაფინანსება ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ ზრდას და გააძლიერებს მის შესაძლებლობას, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საქართველოში შესთავაზოს სწრაფი, კომფორტული და კონკურენტული ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისი.
„ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს განვითარების გზაზე,“ - განაცხადა გიორგი აგლაძემ, Kursi.ge-ს თანადამფუძნებელმა. „ჩვენთვის ეს მხოლოდ დაფინანსების შეთანხმება არ არის - ეს არის გამოცდილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ნდობის ძლიერი გამოხატულება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული ფინანსური პლატფორმები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ინსტიტუციური პარტნიორების მოზიდვა შეუძლიათ.“
„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Kursi.ge-სთან და მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა Symbiotics-ის კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა ალექსანდრ ფანდომ.„ეს გარიგება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას — მხარი დავუჭიროთ ინოვაციურ კომპანიებს, რომლებიც ამცირებენ ფინანსური ტრანზაქციების ღირებულებას და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით აფართოებენ უცხოური ვალუტის გაცვლის სერვისებზე წვდომას. უკვე 150 000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურებით, Kursi.ge ამ სერვისებს საქართველოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომსა და ეკონომიურს ხდის.

აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kursi.ge-ს ტრანსფორმაციის პროცესში - სწრაფად მზარდი ადგილობრივი ფინტექ პლატფორმიდან საერთაშორისო აღიარების მქონე ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად. ამასთან, იგი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციას, როგორც სანდო ციფრული ალტერნატივის ვალუტის კონვერტაციის ბაზარზე.
Kursi.ge-ს შესახებ
Kursi.ge არის ქართული ვალუტის კონვერტაციის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, თანხა ონლაინ, კონკურენტული კურსით გადაცვალონ. კომპანია ორიენტირებულია ტრადიციული ვალუტის გადამცვლელი არხების სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ალტერნატივის შექმნაზე.
Symbiotics-ის შესახებ
Symbiotics არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების წამყვანი პლატფორმა, რომელიც განვითარებადი და საზღვრისპირა ეკონომიკების კერძო ბაზრებზე საქმიანობს. ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო, აქტივების მართვისა და შესაძლებლობების განვითარების სერვისებს.
2005 წლიდან დღემდე Symbiotics-მა განახორციელა 9 300-ზე მეტი ინვესტიცია, რომელთა საერთო მოცულობა 11.8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ინვესტიციები განხორციელებულია 99 ქვეყანაში მოქმედ 664 კომპანიაში. კომპანია მართავს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პორტფელს, რომელიც 19 ფონდსა და მანდატზეა გადანაწილებული.
ამასთან, Symbiotics-ის პორტფელში შემავალმა კომპანიებმა ისარგებლეს 170-ზე მეტი ტექნიკური დახმარების პროექტით, რომელთა ჯამური ღირებულება 19 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.