მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

news image
mbc image

საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.

2 წლიანი ვადის მქონე ობლიგაციების გამოშვების თარიღად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა, ხოლო საპროცენტო სარგებლის (კუპონის) გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად. საბოლოო საპროცენტო სარგებლის მაჩვენებელმა 8.5% შეადგინა.
ობლიგაციებიდან მიღებულ სახსრებს ნუტრიმაქსი არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართავს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.

“მოხარული ვართ, რომ როგორც განთავსების აგენტმა, მონაწილეობა მივიღეთ ნუტრიმაქსის სადებიუტო ობლიგაციების განთავსებაში. ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ქართული კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ კაპიტალის ბაზარს როგორც ზრდის, ისე დაფინანსების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტად.

ემისია წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს დივერსიფიცირებული ინვესტორთა წრე და მაღალი ნდობა კომპანიის ბიზნეს მოდელისა და მისი რეგიონული განვითარების პერსპექტივების მიმართ. ვფიქრობთ, მსგავსი გარიგებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და მისი გამჭვირვალობის ზრდას. ვულოცავთ კომპანიას წარმატებულ სადებიუტო ემისიას და გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ ბაზარს მრავალ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ ერთად”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

"ჩვენთვის ეს სადებიუტო ემისია განაცხადია, რომ ნუტრიმაქსი მზად არის განვითარების ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ეტაპისთვის. სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ დაფინანსების სტრუქტურა, უფრო ეფექტიანად ვმართოთ კომპანიის ფინანსური რესურსები და მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ კორპორატიული მმართველობის სტანდარტები. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი ნაბიჯი გახდება მყარი საფუძველი ნუტრიმაქსის შემდგომი ზრდის, ახალი შესაძლებლობების ათვისებისა და კომპანიის ღირებულების კიდევ უფრო გაზრდისთვის", - განაცხადა ბექა ბექაიამ, ნუტრიმაქსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

„მინდა მივულოცო კომპანიას „ნუტრიმაქსი“ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განთავსება. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს კაპიტალის ბაზარს, როგორც გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან ინსტრუმენტს.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ, რამაც ბიზნესის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე განთავსებულია 14 კომპანიის 22 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსია მოზიდული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, კიდევ ერთი წარმატებული ემისია სხვა კომპანიებისთვისაც პოზიტიური მაგალითი იქნება და წაახალისებს მათ, რათა უფრო აქტიურად შეძლონ კაპიტალის ბაზრის გამოყენება“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.

„ნუტრიმაქსი“ საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ კომპანიას რეგიონში. 2023 წლიდან კომპანია გაფართოვდა და ევროპული სტანდარტების კომბინირებული საკვების საწარმოსთან ერთად, ფლობს რეგიონში ექსტრუდირებული საკვების ერთადერთ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს კომპანიონი ცხოველებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასთან ერთად, ნუტრიმაქსი აქტიურად ეწევა ექსპორტს სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და მოლდოვის ბაზრებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა