გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური EDGE სერტიფიკატი მიიღო
საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) მიიღო.
EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია International Finance Corporation-ის მიერ შემუშავებული სასერტიფიკაციო სისტემაა. იგი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანია შენობა წყლის, ენერგიისა და სამშენებლო მასალების რესურსების გამოყენებისა და დაზოგვის კუთხით და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს წარმოადგენს.
კომპანია „აი ჯი დეველოპმენტმა ჯორჯიამ“ მოიპოვა EDGE Advanced სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ მისი ენერგიის მოხმარება სტანდარტულ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ზე მეტით არის შემცირებული.
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელმაც EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა.
სერტიფიკატი როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს - სითი თაუერს მიენიჭა.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ბაზარზე ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი პროცესები გავიარეთ სერტიფიცირების პროცესში და მოხარული ვართ, რომ კომპანიამ EDGE Advanced დონის სერტიფიკატი მიიღო. ეს მდგრადი განვითარების მიმართ კომპანიის ხედვასა და უძრავი ქონების სექტორში მის მოწინავე პოზიციებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ გალტ & თაგარტის ჩართულობით, კომპანიამ მნიშვნელოვანი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც საბოლოოდ როგორც ბიზნესსექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
„2022 წლიდან „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თანამშრომლობს „გალტ & თაგარტთან“ და ამ პერიოდში წარმატებით განახორციელა ხუთი მსხვილი ობლიგაციის ემისია. კომპანიას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, საქართველოს კორპორაციული და უძრავი ქონების ბაზარზე პირველი მსხვილი დეველოპერია, რომელმაც მასშტაბური სავაჭრო ცენტრების პროექტები წარმატებით განახორციელა“, – აცხადებს ლევან მესხელი, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
„აი ჯი დეველოფმენტი“ თბილისში ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს — „სითი მოლი საბურთალოს“ და „სითი მოლი გლდანს“, ასევე ბიზნეს კომპლექს „სითი თაუერს“ ფლობს, რომლებიც 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს და თანამედროვე ბაზრის მაღალ მოთხოვნებს პასუხობს. EDGE Advanced სერტიფიკატის მიღებით, კომპანია ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს აჩვენებს და მდგრადი განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვისკენ გზას ხსნის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.