მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

news image
mbc image

29 ოქტომბერი 2025  - გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. 

აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის და ქვეყნის ეკონომიკაში,  თბილისის შემდეგ, ყველაზე მაღალი - 10%-იანი წილი აქვს.  ასევე, მზარდია ამ რეგიონის მოსახლეობა, რაც ბიზნესის წარმოებასა და გაფართოებაზე დადებითად მოქმედებს. 

აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, აჭარა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა როგორც მეზობელი, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები აჭარის რეგიონს დასასვენებლად სტუმრობენ და აპარტამენტებში განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - მათ შორის ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორები ძირითადად სასტუმროებზე ქმნიან მოთხოვნას, რაც აჭარაში სასტუმროების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, აჭარა თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიურ რეგიონად რჩება. ბოლო წლებში მაღალი მოთხოვნის ფონზე სამშენებლო აქტივობამაც მოიმატა, განსაკუთრებით გასაქირავებელ აპარტამენტებზე ფოკუსირებული პროექტების მიმართულებით. შედეგად, საინვესტიციო აპარტამენტები ბაზარზე ჭარბობს. კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ ქალაქის მოსახლეობის ზრდისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი მოთხოვნა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. 

„რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს.  აჭარა დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით - ტურიზმი, უძრავი ქონება და მომსახურების სფერო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს მივაწოდოთ სანდო ანალიტიკური ინფორმაცია და ბაზრის შეფასებები, რაც მათ განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გალტ & თაგარტის კვლევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აჩვენოს ტენდენციები და შესაძლებლობები, რომლებიც აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, რომ აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყების და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.  

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა