მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა

news image
mbc image

გალტ & თაგარტმა თბილისში ICT Association of Georgia-ს მიერ გამართულ კვარტლურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ასოციაციის წევრებთან, პარტნიორებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, IT ეკოსისტემაში მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ მდივანმა IT სექტორის კვლევა წარადგინა. 

საქართველოში IT სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია 2020 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, რამაც საქართველო IT სპეციალისტებისა და კომპანიებისთვის მიმზიდველ ჰაბად აქცია. შედეგად, IT მომსახურების სექტორის შემოსავლები და ექსპორტი სწრაფი ზრდით  ხასიათდება.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გავლენით შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციიაზე. გლობალური ტენდენციების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან AI-ის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციისა და სპეციალიზებული უნარების მქონე კადრებზე იზრდება. World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაო პროცესები ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის თანაბრად გადანაწილდება, რაც უწყვეტი გადამზადების აუცილებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კონტექსტში, საქართველოში სამუშაო ძალის განვითარება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.

გალტ & თაგარტის კვლევის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ICT Association of Georgia ქვეყანაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ასოციაციის მიზანია, გაიზარდოს სექტორის კონკურენტუნარიანობა, მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი" შეუერთდა

14.09.2026.13:12

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოჯახს კიდევ ერთი მსხვილი და წარმატებული ქართულიკომპანია ასკანელიშეუერთდა.

ასკანელისაქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელიკომპანიაარომელიც 1880 წლიდან დაწყებულ ოჯახურ მეღვინეობის ტრადიციას თანამედროვესრულიციკლის წარმოებასთან წარმატებით აერთიანებს.

დღესდღეობით „ასკანელი" 453 ჰექტარ ვენახს ფლობს და თანამედროვე ქარხნებსა და სახდელებსმართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კახეთშითბილისსა და გურიაშიკომპანიისმრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს მშრალ და ცქრიალა ღვინოებსტრადიციულ ქვევრის ღვინოებს,დავარგებულ ბრენდისა და ჭაჭასწარმოების მთელ ციკლზე მკაცრი ხარისხის კონტროლითა დათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითკომპანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოსმეღვინეობის მემკვიდრეობისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

წლიური წარმადობითრომელიც 20 მილიონ ბოთლს აღემატება, „ასკანელმამყარი საერთაშორისოპოზიციები დაიმკვიდრა და საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზეახორციელებს.

მოხარულნი ვართმივესალმოთ ასკანელს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიეს არის კომპანია,რომელიც იდეალურად ითავსებს საუკუნოვან ქართულ მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე,მაღალტექნოლოგიურ წარმოებასკანელის" წარმატება და მისი გლობალური მასშტაბები კიდევერთხელ უსვამს ხაზს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.დარწმუნებული ვართრომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მნიშვნელოვან წვლილსშეიტანს როგორც ასოციაციისისე მთლიანად ეროვნული ბიზნესსექტორის განვითარებაში," განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა