მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა

news image
mbc image

გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა, რომელზეც საინვესტიციო კომპანიამ ბაზრის კომპლექსური კვლევა წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და ბაზრის სხვა მონაწილეები, რომლებიც სასაწყობე ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებით არიან დაინტერესებული.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა - Tbilisi Logistics Center, Nikora Management Group, Sharm Trading, JAY Warehouse და LSG Solutions.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარზე დღემდე არ არსებობდა ერთიანი მონაცემები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა ინფორმაციას ფართის მოცულობაზე, ხარისხზე, ქირის დინამიკაზე, საკუთრების სტრუქტურასა და არსებულ საწყობებში გამოყენებულ ლოგისტიკურ მოდელებზე. ეს კი ართულებდა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ისე პროექტების დაფინანსების შეფასებას. აღნიშნული კვლევა ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1.26 მლნ კვ.მ-ს შეადგენდა, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის საწყობები იყო. ამავდროულად, ქირა 2022 წლიდან 60%-ით გაიზარდა და 6.3 აშშ დოლარს მიაღწია კვ.მ-ზე. ეს ზრდა ნაწილობრივ სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება. დაგეგმილი პროექტების 85% სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. გაზრდილი მიწოდების ფონზე კი ქირის სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. კვლევის შეფასებით, ეს ნაბიჯი A კლასის საწყობისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვ.მ სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამის ფონზე, საბითუმოდ მოვაჭრე სექტორთან ერთად, FMCG და ელექტრონიკის სექტორის კომპანიებიც გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელებზე მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად.

მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) წილი თბილისში ჯერ კიდევ მხოლოდ 8%-ია, თუმცა ზრდის პოტენციალი რეალურია - განსაკუთრებით ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნის ზრდისა და უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოსვლის კვალდაკვალ.

„საქართველოს სასაწყობე ბაზარი ბოლო წლებში შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებების სრული სურათი ხელმისაწვდომი არ იყო. ეს კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ გალტ & თაგარტი გლობალურმა გამოცემა Euromoney-იმ კვლევების მიმართულებით ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ხარისხის, სიღრმისეული კვლევები და ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება არის ის, რამაც გალტ & თაგარტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მივაწოდოთ სანდო, კომპეტენტური და პრაქტიკული ანალიზი, რომელიც მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“ - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გალტ & თაგარტის ვებგვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image BARTA-ზე განაცხადების მიღება 10 ნოემბერს სრულდება

05.11.2026.13:22

„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის გამარჯვებულები 2027 წლის თებერვალში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, 8 საპრიზო ნომინაციაში გამოვლინდებიან.

გასული წლების მსგავსად, BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მქონე ყველა კომპანიას. საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიები შეფასების პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან, იმ პირობით, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, აქვთ აუდიტის უპირობო დასკვნა. სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მათ შორის, სავაჭროდ დაშვებულ კომპანიებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თვითწარდგენა მოეთხოვებათ.

BARTA-ს კონკურსის ფარგლებში კომპანიების წლიური ანგარიშები ოთხ ძირითად კატეგორიაში შეფასდება - მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები.

სიახლეა, რომ წელს მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია ფინანსურ და არაფინანსურ მიმართულებებად გაიმიჯნა, რაც თითოეულ კატეგორიაში ცალკეული გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონკურსის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების მქონე კომპანიაც.

წელს BARTA-ს კონკურსს ახალი ნომინაცია - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო" ემატება. ნომინაციის ფარგლებში გამოვლინდება სახელმწიფო საწარმო, რომელიც ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.

ასევე, კონკურსის ფარგლებში სპეციალური ნომინაცია „ჟიურის რჩეული" დაწესდება. გამარჯვებულს ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით შეარჩევს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული აღიარება მიანიჭოს კომპანიას, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები, დანერგა ინოვაციები, მიაღწია არსებით პროგრესს ან გამორჩეული ერთგულება აჩვენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების მიმართ.

BARTA-ს კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. ნომინაცია მიზნად ისახავს იმ კომპანიის აღიარებასა და დაჯილდოებას, რომელიც კონკურსში პირველად მონაწილეობს და უკვე პირველივე წელს ანგარიშგების მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობის სტანდარტებით გამოირჩევა.

BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, რომლის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. BARTA წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის, ასევე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა