მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

news image
mbc image

21 მაისს, გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების შესახებ კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კვლევა, რომელიც გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე წარადგინა, ფოკუსირებულია თბილისის საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრებზე, სადაც 2026 წლიდან მიწოდების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტის კვლევა ბაზრის მონაწილეებს მკაფიო წარმოდგენას უქმნის არსებული შესაძლებლობების, რისკებისა და სექტორის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.

კვლევის მიხედვით, 2019–25 წლებში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი მაღალი მოთხოვნით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ვაკანტურობის მაჩვენებელი 10.0%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო საიჯარო ქირა სტაბილურად იზრდებოდა. 2026–28 წლებში კი დაგეგმილია 100 ათას კვ.მ-ზე მეტი ახალი საოფისე ფართის მიწოდება, რაც ვაკანტურობას, გალტ & თაგარტის შეფასებით, 16.8%-მდე გაზრდის. იმისთვის, რომ ვაკანტურობა ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, გალტ & თაგარტის პროგნოზით საჭირო იქნება 2029-31 წლებში ახალი მიწოდების დროებით დაპაუზება.

რაც შეეხება თბილისის სავაჭრო უძრავ ქონებას, თბილისის მთავარ სავაჭრო მოლებში გასაქირავებელ ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019-25 წლებში. შედეგად, ამ მოლებში საშუალო ვაკანტურობა 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო ქირის ღირებულება 73%-ით გაიზარდა. გალტ & თაგარტის შეფასებით 2026–30 წლებში დაგეგმილია 141 ათ. კვ.მ-ის ახალი გასაქირავებელი ფართის დამატება. მოთხოვნა კვლავ ძლიერი დარჩება და დამატებითი შესაძლებლობაა ტანსაცმლის და აქსესუარების პრემიუმ ბრენდების შემოყვანა საქართველოში. გალტ & თაგარტის კვლევაში ასევე გაანალიზებულია ცენტრალური სავაჭრო ქუჩების და ბაზრობების ძირითადი ინდიკატორები. კვლევის თანახმად, ბაზრობები ინარჩუნებენ მდგრად მოთხოვნას ლოიალური, ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების ხარჯზე, ხოლო ცენტრალური ქუჩების სავაჭრო უძრავი ქონება მოლების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, საინვესტიციოდ კვლავ მიმზიდველია.

„კომერციული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზეა, რაც მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. ჩვენი მიზანია, ბაზრის მონაწილეებს დროული და სიღრმისეული ანალიზი გავუზიაროთ, რათა მათ შეძლონ რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კვლევა დაეხმარება სექტორს, განაგრძოს განვითარება და მიიღოს ინფორმირებული, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

26.08.2026.15:59

თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.

რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.

“ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა