გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს.
აჭარა ყველაზე სწრფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად ქვეყანაში არსებული ტენდენციის საპირისიპიროდ, აჭარაში მოსახლეობა იზრდება, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების დინამიკა და იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის აჭარის რეგიონის მიმზიდველობას უწყობს ხელს.
„რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს საქართველოს რეგიონებში. ტურისტული სეზონი დასრულდა და გვინდა ბიზსნეს სექტორს ექსპერტული ცოდნა გავუზიაროთ განვლილ პერიოდებზე და ასევე იმ პერსპექტივებზე, რასაც ვხედავთ როგორც ჯამურად, აჭარის ეკონომიკაში, ისე სტუმართმასპინძლობის და უძრავი ქონების ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი როგორცადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა. ამასთან, საყურადღებო ტენდენციებია უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით, რაც გალტ & თაგარტისსიღმისეული კვლევის საუძველზე იკვეთება. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, იმისთვის რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.