გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გალტ & თაგარტის პრეზენტაციის ფარგლებში, ეკონომიკური ტენდენციები, საქართველოში და გლობალურად საპროცენტო განაკვეთების დინამიკა და უძრავი ქონების და ელექტროტექნიკის სექტორში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს. პრეზენტაციას უძღვებოდნენ გალტ & თაგარტის ეკონომისტები და შესაბამისი დარგის ანალიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვამ მოიცვა საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, ლარი/დოლარი/ევროს საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები. ასევე, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანში. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ელექტროტექნიკის სექტორი, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც პანდემიას, ისე გლობალურ ბაზარზე მიკროჩიპების დეფიციტსა და მიგრანტების ტალღას საქართველოში. ამასთან, პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად ფაქტორებზე, რასაც გავლენა აქვს მიმდინარე ტენდენციებსა და პროგნოზებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.
„გალტ & თაგარტმა საკმაოდ ამომწურავი და საინტერესო მაკროეკონომიკური ანალიზი წარუდგინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს. საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკურ ტენდენციებს, ასევე, საპროცენტო განაკვეთების დინამიკას, უძრავი ქონებისა და ელექტროტექნიკის სექტორში არსებულ ვითარებას და ტენდენციებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის სიღრმისეული ანალიზი და პროფესიული დისკუსიები მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის და სწორი პროგნოზირების თვალსაზრისით.
ასოციაციაში ასეთი ტიპის შეხვედრებმა და პროფესიულმა მსჯელობებმა უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. ამგვარი პრეზენტაციებისა და დისკუსიების გზით, BAG -ში გროვდება ძალიან დიდი მასალა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც შემდგომ ჩვენ ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას ვიყენებთ.
მადლობას ვუხდით ჩვენი ასოციაციის წევრს, „გალტ & თაგარტს“ თანამშრომლობისთვის. როგორც ზემოთაც ითქვა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის მზად არის საკუთარი პლატფორმა დაუთმოს ამ ტიპის პროფესიულ და საინტერესო დისკუსიებს, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.