მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკში საწყობებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევისშედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი ჩატარდა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში. ამის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა მოამზადა კვლევა, რომელიც თბილისის საწყობების ინდუსტრიის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე იყო ფოკუსირებული.

გალტ & თაგარტის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 40%-მდე ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს. პარალელურად, იზრდება მიწოდებაც – 2025-26 წლებში დაგეგმილი პროექტები არსებულ სასაწყობე ფართს 33%-ით გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე, ასევე გაიზარდა იჯარის ფასებიც. თბილისში მშრალი საწყობის საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე $5-6 ფარგლებში მერყეობს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია.

ვორქშოპზე ასევე განხილული იყო სასაწყობე ინდუსტრიის სხვადასხვა მოდელები, ევროპის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ბაზრის თავისებურებები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დარგის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის კვლევის შედეგები გავაცანით, ხოლო მათი ჩართულობა, როგორც გამოკითხვაში, ისე დისკუსიაში ძალიან ღირებული იყო. ამ შეხვედრის მიზანი იყო ბაზრისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მიგვეღო უკუკავშირი, რათა უკეთ მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.

„სასაწყობო და ლოგისტიკის სექტორი სწრაფად ვითარდება საქართველოში, ხოლო ბაზრის ტენდენციებზე დროული ინფორმირებულობა ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ როლს ასრულებს. გალტ & თაგარტში, როგორც კვლევების მიმართულებით მოწინავე ორგანიზაციაში, მუდმივად ვცდილობთ, ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენს პარტნიორებს ღირებული და საჭირო ინფორმაცია გავუზიაროთ და მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ“, — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა