გალტ & თაგარტს გიორგი კუპრაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოში წამყვან საინვესტიციო, საბროკერო და კვლევით კომპანია „გალტ & თაგარტს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიცია ფინანსისტმა და საინვესტიციო ექსპერტმა, გიორგი კუპრაშვილმა დაიკავა. [ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის დასტურს].
გიორგი კუპრაშვილს საფინანსო-საინვესტიციო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. „გალტ & თაგარტის“ გუნდთან შემოერთებამდე იგი იყო მმართველი პარტიორი და დამფუძნებელი კომპანიისა Pinetree Capital, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტექნოლოგიურ და უძრავი ქონების ინდუსტრიებში საინვესტიციო პლატფორმას ავითარებს.
მანამდე გიორგი კუპრაშვილი ნიუ იორკში, კერძო კაპიტალში ინვესტირების კომპანია - Ten Oaks Group-ის საოპერაციო მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მისი საქმიანობა უკავშირდებოდა აშშ-ისა და ევროპულ კომპანიებში საინვესტიციო მიმართულებების ზედამხედველობას, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ოპერაციული ეფექტიანობის მიღწევას. გიორგი ასევე იყო გლობალური საკონსულტაციო ფირმის- Alixpartners-ის ვიცე პრეზიდენტი, სადაც ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ბიზნესების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ საინვესტიციო და ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა Artisan Partners, William Blair, HSBC Bank და სხვები.
გიორგი კუპრაშვილს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ-ში, კოლუმბიის ბიზნეს სკოლაში აქვს მიღებული.
„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც ქვეყანაში მოწინავეა საინვესტიციო, კვლევითი თუ საბროკერო მიმართულებით. კომპანიას, ინოვაციურობითა და სიახლეებზე ორიენტირებულობით, განსაკუთრებულად ძლიერი რეპუტაცია აქვს და დამსახურებულად იკავებს ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს. ჩემი მიზანი „გალტ & თაგარტის“ გუნდთან ერთად, საქართველოში საინვესტიციო ბაზრის განვითარებაა. გვსურს, ჩვენს ლოკალურ თუ საერთაშორისო პარტნიორებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავუზიაროთ. ამასთან, მაღალი დონის კვლევებითა და ინსტრუმენტებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას,“ - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენარალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად
20.11.2026.18:23
5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.
ღონისძიების დეტალები: