მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart: FMCG ბაზარზე ყველაზე დიდი წილი დისქაუნთერის ფორმატის მაღაზიებს უჭირავს

news image
mbc image

გალტ & თაგარტის FMCG სექტორის კვლევა ბრენდული ქსელების სამომავლო განვითარებისთვის რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს, ესენია: ფორმატების დივერსიფიკაცია, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა, საკუთარი წარმოების განვითარება, მონაცემთა ანალიზი და სერვისების პერსონალიზაცია.

კვლევის მიხედვით, დისქაუნთერის ფორმატის მაღაზიები ყველაზე სწრაფად გაიზარდა 2018-23 წლებში და ბრენდული ქსელების ბაზრის 45% დაიკავა. მეორეს მხრივ, კლებადია დიდი ფორმატის მაღაზიების, ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ბაზრის წილი, რომელიც 2018-23 წლებში 37%-დან 20%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ, კომპანიების უმეტესობა კონცენტრირებულია მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფებზე და მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელიც რამდენიმე ფორმატში ოპერირებს. შესაბამისად,  ფორმატების დივერსიფიკაცია შესაძლებელს გახდის სხვადასხვა პრეფერენციების მომხმარებლის მოზიდვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.

კვლევის მიხედვით, ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა, რაც არაფორმალური ბაზრიდან მომხმარებლის მოზიდვას შეუწყობს ხელს. მაგალითისთვის, ხორცის, რძის პროდუქტების და ხილ-ბოსტნეულის წილი მომხმარებლის FMCG დანახარჯებში 2023 წელს 40.7%-ს შეადგენდა მაშინ როცა, ბრენდული ქსელების შემოსავლებში მათი ჯამური წილი მხოლოდ 19.5% იყო, რაც დიდ, აუთვისებელ პოტენციალზე მიუთითებს. პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის ერთ-ერთ გზა საკუთარი წარმოების განვითარებაა. ბრენდული ქსელების შემოსავლებში საკუთარი წარმოების (private label) წილი 2023 წელს 8.9% იყო, რომელიც 2018 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია. მოსალოდნელია რომ საკუთარი წარმოების წილი გაყიდვებში გაიზრდება და ევროპის საშუალო მაჩვენებელს თანდათან დაუახლოვდება.

გალტ & თაგარტის კვლევაში აქცენტი ასევე გაკეთებულია დემოგრაფიული ცვლილებების ეფექტებზე. 2028 წელს, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მეოთხედი Gen-Z თაობის წარმომადგენელი იქნება. შესაბამისად, მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება მომხმარებლის მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად კვლევა ელ-კომერციის, მონაცემთა ანალიზისა და სოც-მედიის გამოყენების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ელ-კომერციის წილი მცირეა და დიდი ზრდა მოსალოდნელი არ არის, ციფრული არხების ათვისებას მომხმარებლის ინფორმირების ფუნქციაც აქვს.

გარდა ამისა, ლოიალობის პროგრამების პოპულარიზაციის გზით, ბრენდულ ქსელებს მომხმარებლის პრეფერენციებისა და ჩვევების გაანალიზება შეუძლიათ, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოხდეს სერვისების პერსონალიზაცია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა