მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს

news image
mbc image

Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით,  Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია. მისი დახმარებით, ამიერიდან, ინვესტორები აშშ-ის საფონდო ბაზრებზე სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ივაჭრებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ინვესტირების პროცესი საკუთარ დატვირთულ გრაფიკს მოარგონ.

ვაჭრობის გახანგრძლივებული დრო მოიცავს:

  • აშშ საფონდო ბირჟებს გახსნამდე სავაჭრო საათებს  15:00 – 17:30 თბილისის დროით;
  • აშშ საფონდო ბირჟებს სამუშაო საათების შედგომ სესიას  12:00 – 01:00 თბილისის დროით.

ამგვარად, ინვესტორებს აშშ-ის სავაჭრო ბირჟებზე წვდომისთვის, სტანდარტული 6 საათისა და 30 წუთის გარდა, დამატებით 3 საათი და 30 წუთი ეძლევათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო დროს და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00-დან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე.

ინვესტორებს დამატებით საათებში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქტივებთან ერთად, შეუძლიათ ივაჭრონ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციებით, ETF-ებით და  სხვა პროდუქტებით.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისა და ინვესტირებით დაინტერესებულ პირებისთვის G&T Trader-ის პლატფორმაზე დავნერგეთ გამორჩეული ფუნქციონალი, რომელიც ტრადიციული სავაჭრო საათების მიღმა ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ინვესტორს დამატებით 3.5 საათი ექნება აშშ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის, ჯამურად კი დღის განმავლობაში - 10 საათი. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირველებს შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს სიახლე ხაზს უსვამს Galt & Taggart-ის ძალისხმევას, ვიყოთ მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში და მუდმივად შევთავაზოთ უახლესი ინსტრუმენტები და ინოვაციები ჩვენს მომხმარებლებს. გახანგრძლივებული ვაჭრობის ფუნქციონალი ინვესტორების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და იგი მათ ინვესტირებისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.

Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან.  ხოლო პირად ბროკერთან კონსულტაციის გასავლელად შეგიძლიათ დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია ამ ბმულზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა