მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart - საქართველოში სამომხმარებლო კალათის წონები განახლდა

news image
mbc image

2024 წლის დასაწყისში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები განაახლა, რომლის საფუძველზე ინფლაციის გაანგარიშება ხდება.განახლებას საქსტატი ყოველწლიურად აწარმოებს, რადგან მოსახლეობის დანახარჯების სტრუქტურა ცვალებადია.

ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ 2024 წელს წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირებულია სურსათის (-0.42პპ), კომუნალური მომსახურების            (-0.28პპ), ტრანსპორტის (-0.25პპ) და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს (-0.17პპ) კატეგორიების წონები. ამასთან, გაიზარდა საოჯახო მოვლა-პატრონობის (+0.30პპ), დასვენების, გართობის (+0.23პპ), სასტუმროებისა & რესტორნების (+0.22პპ) და განათლების (+0.20პპ) კატეგორიების წონები.

2024 წლის განახლებულ წონებზე დაყრდნობით საქართველოში ტიპიური მომხმარებლის ხარჯებიდან ყველაზე დიდი ნაწილი 30.4% სურსათზე მიიმართება, რომელსაც ტრანსპორტის (12.1%) და ჯანმრთელობის დაცვის (9.4%) კატეგორიები მოჰყვება.

 

ცხრილი 1. სამომხმარებლო კალათის წონები საქართველოში, %

თუ სამომხმარებლო კალათის წონებს  ევროზონის მაჩვენებლებს შევადარებთ, თითქმის ყველა კატეგორიაში შესამჩნევი განსხვავებაა. მაგალითად, ევროზონაში სურსათის, ჯანდაცვისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს კატეგორიებს თითქმის ორჯერ ნაკლები წონები აქვთ, ვიდრე საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მომხმარებლის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების მაღალი წონა საქართველოში, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება ევროზონის ანალოგიურ მაჩვენებელს. საპირისპიროდ, ევროზონაში გაცილებით მაღალია კომუნალურების,  სასტუმროებისა & რესტორნების, დასვენება & გართობის და ტრანსპორტის კატეგორიების წონები (იხილეთ დიაგრამა).

ზოგადად, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ოჯახები უფრო მეტ დროს გართობას და დასვენებას უთმობენ  და რესტორნებში კვებას ამჯობინებენ. შესაბამისად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გაცილებით მაღალია გართობა & დასვენებისა და სასტუმრო & რესტორნების კატეგორიების წონები, რომელიც 3-4-ჯერ აღემატება დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებს.  განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში კი სურსათს  აქვს მაღალი წონა.

დიაგრამა 1: სამომხმარებლო კალათის წონები: საქართველო vs. ევროზონა

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა