მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება

news image
mbc image

„გამოჩნდი!“ - ამ გზავნილით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამერიკაში პირველი მოტოციკლეტების მწარმოებელი ბრენდი „Indian Motorcycle“ საქართველოში ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მისი მიზანი იმ ადამიანების „გამოჩენაა“, რომლებსაც მოტოციკლეტების სამყაროში გადმოსვლა და იმ განცდების გაზიარება სურთ, რასაც ინდივიდუალიზმი, თავგადასავალი და თავისუფლება ჰქვია.

გამოჩნდი! - კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც მოტოციკლისტებზეა, მათი ცხოვრების სტილსა და ფილოსოფიაზე, მათ საყვარელ ადგილებსა და თავგადასავლებზე. 

„ინდიანის“ მოტოციკლეტებს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია - „ავტო გალერი“ წარმოადგენს. უძველესი ამერიკული მოტომწარმოებლის შესახებ ვიდეორგოლი „ავტო გალერის“ მარკეტინგის გუნდმა კრეატიულ სააგენტო Quick-თან და  ADHD production-თან ერთად გადაიღო. 

ლუკა ლეკვეიშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ზაფხული, თბილი სეზონი მოტოციკლისტების საყვარელი დროა. სწორედ ახლა იწყება გრძელ გზებზე ხანგრძლივი მოგზაურობა. ამიტომ „ინდიანის“ მარკეტინგული კამპანიაც სწორედ ახლა დავიწყეთ. ვიდეორგოლის იდეის დამუშავებისა და შექმნის პროცესში დიდი გუნდი იყო ჩართული. მუშაობის ყველა ეტაპი საინტერესო აღმოჩნდა. სანამ ვიდეორგოლის  სცენარი დაიწერებოდა, დაახლოებით 20-მდე  მოტოციკლისტს გავესაუბრეთ, დეტალურად გამოვკითხეთ მათი ცხოვრების სტილის შესახებ. სწორედ შეგროვებული  საინტერესო ინფორმაცია დაგვეხმარა ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში. ვიდეოს მთავარი გზავნილია - „გამოჩნდი“! ამ ერთსიტყვიანი, მარტივი გზავნილით აუდიტორიისთვის გვინდოდა გვეთქვა: გელოდებით, გამოჩნდი, შენი ადგილი აქაა. 

გვსურდა, ვიდეოს თითოეულ კადრს მნახველში გაეღვიძებინა ის გრძნობა და სენტიმენტები, რაც მოტოციკლეტის ფლობას, მოტოციკლისტების გაერთიანებაში ყოფნას, ურთიერთობებს უკავშირდება. მოხარულები ვართ, რომ რგოლს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ავსახეთ ამერიკული კულტურის დეტალები, რადგან „ინდიანი“ პირველი ამერიკული მოტომწარმოებელი ბრენდია“.

„Indian Motorcycle“ ამერიკაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბრენდია, რომელიც მოტოციკლეტებს 1901 წლიდან აწარმოებს. ამერიკული პრემიუმ კლასის მოტოციკლეტებისაქართველოში „ავტო გალერიმ“ 2024 წელს შემოიყვანა. კომპანიის შოურუმში „ინდიანი“, ძირითადად, Cruiser-ის კატეგორიის მოტოციკლებითაა წარმოდგენილი. მთავარი გზავნილით - „გამოჩნდი“ კომპანიამ გადაწყვიტა, ფართო საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნოს ბრენდი, რომელსაც მოტოციკლისტები და, ზოგადად, მოტოს მოყვარულები ისედაც კარგად იცნობენ.

გოჩა ვანაძე, Quick-ის კრეატიული დირექტორი: „მოტომოყვარულთა, ანუ ორბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულთა, საზოგადოება საქართველოში ჩაკეტილ წრედ აღიქმება. ვიდეორგოლით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში მოტომოყვარულები ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, აქვთ მრავალფეროვანი მისწრაფება. ამ მრავალფეროვნებაში კი ყველამ შეიძლება იპოვოს საკუთარი ადგილი. ეს სივრცე ყველასთვისაა, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ან უბრალოდ ახალ გამოცდილებას ეძებს.  

„გამოჩნდიც“ ნიშნავს, რომ შენთვის ამ სივრცეში ადგილი თავისუფალია. რაც შეეხება „ინდიანს“, ის მოტომოყვარულების საყვარელი ბრენდია. თუ გიყვარს მოტო, გიყვარს შორ მანძილზე მოგზაურობა და აუცილებლად გიყვარს „ინდიანიც“.

გიორგი შაკაია, ADHD production-ის რეჟისორი: „ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა. მეც მოტოთი დავდივარ, შესაბამისად, ჩემთვის არ იყო რთული, მოტომოყვარულების თვალით შემეხედა შემოქმედებითი პროცესისთვის, მეჩვენებინა მათი ცხოვრების სტილი, სპეციფიკა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გადმოსხდნენ  მოტოციკლეტზე, გამეძლიერებინა მოტივაცია. „ინდიანი“ ძველი ამერიკული ბრენდია, რომელიც ერთდროულად ზედმიწევნით ტრადიციულიცაა და ძალიან ახალგაზრდულიც. ეს სინთეზი მას განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც მოტომოყვარული, ვამბობ, რომ, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებულია „ინდიანის“  დიზაინიც. როცა „ინდიანით“ მოგზაურობ, აუცილებლად ყურადღების ცენტრში ხარ“.

„ინდიანის“ საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფციას „ავტო გალერი“ ფოტოკონტენტით გააგრძელებს. საქართველოში ბრენდის ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული კამპანია ვიდეორგოლის ხასიათსა და ესთეტიკას ფოტოსესიაში, სავარაუდოდ, არ გაიმეორებს, თუმცა გზავნილი უცვლელი იქნება.

 „გამოჩნდი!“ 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

16.06.2026.19:19

„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.

როგორ ხდება შეფასება?

პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.

ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.

ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939

expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა