მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გამოფენის ტური და სიმპოზიუმი - An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები

news image
mbc image

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით .

 

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურს და სიმპოზიუმს: 

კურატორის სტეფან გრუბერის ტური

5 ოქტომბერი,  შაბათი | 14:00 - 16:00 სთ.

 

სიმპოზიუმი: Commoning Tbilisi

5 ოქტომბერი | 16:30 - 19:00 სთ.

 

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთო და არაფორმალური განათლების შესახებ

 

სახელმწიფო და საბაზრო ინსტიტუტების შესუსტებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში საზოგადოებები სულუფრო მეტად იღებენ კონტროლს საკუთარ მომავალზე, კოლექტიური გამოწვევების გადასაჭრელად ცოდნის,უნარებისა და რესურსების გაზიარების ალტერნატიულ გზებს ავითარებენ. როგორ შეიძლება საერთოპრაქტიკამ ხელი შეუწყოს არაფორმალურ სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნის ერთობლივი წარმოება, გაზიარება და გავრცელება ხდება ფორმალური ინსტიტუტების გარეთ? როგორ შეიძლება ურთიერთსწავლისადა სწავლის სივრცე გახდეს ცვლილების კატალიზატორი, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და მდგრადთემებს? სამი ადგილობრივი ინიციატივის მოსმენით, ჩვენ გავეცნობით საერთო და არაფორმალურგანათლებას კავშირებს ხელოვნებაში, ეკოლოგიასა და ტექნოლოგიაში.

 

მოწვეული მომხსენებლები:

  - ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი (CCA)

  - დათა ცინცაძე, პროექტი ნაპირზე, რუსთავი

  - ლევან ასათიანი, ქუჩის სკოლა, თბილისი

 

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთოობის კონცეფციასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე

 

კულტურული მემკვიდრეობა გადამწყვეტია საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ეხმარებაადამიანებს წარსულთან დაკავშირებასა და  კუთვნილების გრძნობის გაძლიერებაში. დღეს ისტორიულიშენობები და უბნები უბრალო სურათებად დაყვანის რისკის წინაშე დგანან, რაც საერთო ინტერესებისა დაკოლექტიური პრაქტიკის დაკარგვას ასახავს. როგორ შეუძლია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვამ ხელიშეუწყოს ადგილისა და კოლექტიური საკუთრების ახალი ფორმების შექმნას? ამ დისკუსიაში წარვადგენთთბილისის სამეზობლოს განახლების ორ ინიციატივას და გავაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლებამატერიალურმა და არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ გავლენა იქონიოს ჩვენი ქალაქებისსოციალურ რეგენერაციაზე.

 

მოწვეული მომხსენებლები:

- ნიკა გაბისკირია, პროექტი კიბე

- ლია ბოკუჩავა, ICOMOS, ბეთლემის სამეზობლო 

მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა