მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გამოიყენე მეორე შანსი - ისწავლე Skillwill-ში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით

news image
mbc image

Skillwill აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს, 11-დან 18 თვემდე პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული განათლების დიპლომი.

Skillwill-ის არჩევა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს. წელს მიღებული ერთჯერადი გადაწყვეტილებით, დაახლოებით 1 800 ახალგაზრდას მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა. მათ შეუძლიათ, ხელახლა აირჩიონ სასწავლო პროგრამა, რომელზეც თავისუფალი ადგილებია დარჩენილი და განათლების მიღება მიმდინარე წელსვე დაიწყონ.

Skillwill-ის ასარჩევად მონიშნე კოდი 351

რეგისტრაციას გავლა შეგეძლება online.naec.ge - დეტალური ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდი: 551 155 225; 511 255 416

პროფესია, რომელიც რეალურ კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის

Skillwill-ის პროგრამები ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომლებიც სტუდენტს თანამედროვე შრომის ბაზარზე სჭირდება.

აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ:

● Front-End პროგრამირება - 11 თვე;

● კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 18 თვე.

სასწავლო პროცესს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები. სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ პროექტებზე, ქმნიან პორტფოლიოს და სწავლის პროცესშივე ემზადებიან კარიერის დასაწყებად.

კავშირი რეალურ სამუშაო გარემოსთან

Skillwill-ი 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს დამსაქმებლებთან შეხვედრების, მასტერკლასების, კარიერული კონსულტაციების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

2026 წლის დასაქმების ფორუმზე Skillwill-ის სტუდენტები 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიცნონ შრომის ბაზარი, დაამყარონ პროფესიული კავშირები და კარიერისთვის მომზადება სწავლის პროცესშივე დაიწყონ.

Skillwill-ის ასარჩევად მონიშნე კოდი 351

რეგისტრაციას გავლა შეგეძლება online.naec.ge - დეტალური ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდი: 551 155 225; 511 255 416

სტუდენტური ცხოვრება, რომელიც აუდიტორიას სცდება

Skillwill-ში სტუდენტობა მხოლოდ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს არ მოიცავს. სტუდენტებს ელოდებათ მასტერკლასები, პროფესიული შეხვედრები, სხვადასხვა აქტივობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები.

Skillwill-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში, სადაც საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს, განსხვავებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოს გაეცნენ და ახალი კავშირები დაამყარეს.

2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის ივნისამდე კი დაგეგმილია მონაწილეობა კიდევ ხუთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებაში:

● Plan ₿ Forum - ლუგანო;

● ICT Study Mobility - შვეიცარია;

● World AI Cannes Festival - კანი;

● GITEX AI Mediterranean - რომი;

● London Tech Week - ლონდონი.

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროფესიული ცოდნა უფრო ფართო კონტექსტში განავითარონ, გაეცნონ ტექნოლოგიური ინდუსტრიის გლობალურ ტენდენციებს და საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.

Skillwill-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სტუდენტებს სწავლისა და პრაქტიკული მუშაობისთვის სრულად აღჭურვილ გარემოს სთავაზობს. კოლეჯში განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები და ლაბორატორიები, სამუშაო და საკონფერენციო სივრცეები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია და მოსასვენებელი ზონები. გარემო შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა კომფორტულად ისწავლონ, პრაქტიკულ პროექტებზე იმუშაონ და სრულფასოვნად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში.

მეორადი ჩარიცხვა დამატებითი შესაძლებლობაა, მთავარი კი ის არჩევანია, რომელიც ახალგაზრდას კონკრეტულ პროფესიასთან და რეალურ კარიერულ პერსპექტივასთან დააკავშირებს.

Skillwill-ის ასარჩევად მონიშნე კოდი 351.

რეგისტრაციას გავლა შეგეძლება online.naec.ge - დეტალური ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდი: 551 155 2

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა