გამოიყენეთ პრომო კოდი და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება - Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება დაიწყო!
Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის დაიწყო!
18 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის დაჯავშნისას, 1 დეკემბრიდან 31 მარტის ჩათვლით არჩეულ სამოგზაურო პერიოდზე, Mastercard-ის ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლების მისაღებად, აუცილებელია პრომო კოდის გამოყენება: “TKMASTER”
დაზოგვის ექსკლუზიური შესაძლებლობა, Mastercard-ის ბარათის მფლობელების თითოეული მოგზაურობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „მოხარულები ვართ, Mastercard-ის მომხმარებლებს კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა შევთავაზოთ და თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით, მათთვის სამოგზაურო ფასდაკლებებზე წვდომა ვუზრუნველყოთ. დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, “TKMASTER” კოდის გამოყენებით, Mastercard-ის ბარათის მფლობელები თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ბილეთის დაჯავშნისას 15%იან ფასდაკლებას მიიღებენ.”
მზად ხართ მოგზაურობისთვის? მაშინ გამოიყენეთ თქვენი Mastercard ბარათი, რათა აღმოაჩინოთ ექსკლუზიური უპირატესობებისა და ფასდაკლებების სამყარო თურქეთის ავიახაზებთან ერთად!
პარტნიორობის დეტალებისა და კონკრეტული შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ: Discover the world from Georgia with discounts of 15%!
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.