მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გამორჩეული არომატები, თანამედროვე ვიზუალური იდენტობა და საერთაშორისო ხედვა - რას სთავაზობს La Fée მომხმარებელს

news image
mbc image

La fée 2017 წელს დაფუძნებული ქართული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სხეულისა და თმის სურნელოვანი მოვლის პროდუქტებს ქმნის და განსხვავებული ვიზუალური იდენტობით გამოირჩევა.

ბრენდის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს La Fée-ს დამფუძნებელი ნინი ლომაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

La Fée ( ლაფე) ქართული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სხეულისა და თმის სურნელოვან მოვლის პროდუქტებს ქმნის. ჩვენი მიზანია, ყოველდღიური თავის მოვლა სასიამოვნო და გემრიელ გამოცდილებად ვაქციოთ.

ბრენდის სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან - La Fée მოდის და ქართულად „ფერიას"ნიშნავს, რაც ჩვენს მთავარ იდეას გამოხატავს: ყოველდღიურობას მცირე ჯადოსნურობა შევმატოთ. ლაფე ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ ამჟამად მომხმარებლებს?

ამჟამად, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხეულისა და თმის სურნელოვან მისტებს (სუნამოს), ბრჭყვიალა შიმერებს, რუჯის აქტივატორებს და სხეულის მოვლის პროდუქტებს. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა გურმანული, დესერტებით შთაგონებული არომატებით, მათ შორის ვანილის, კარამელის, კრუასანის, ფისტისა და ხილის ნოტებით. ჩვენი სურნელები მარტივად ამოსაცნობია და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ტკბილი, გემრიელი, ნაზი და დასამახსოვრებელი, მომხმარებლისთვის უკვე ჩვენს ბრენდთან ასოცირდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის სხეულის მოვლის, გამორჩეული გურმანული სურნელებისა და მარტივად ამოსაცნობი ვიზუალური სტილის ერთიანობა. ვქმნით არა მხოლოდ პროდუქტებს, არამედ სრულ სურნელოვან გამოცდილებას, სადაც მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა პროდუქტი ერთმანეთს შეუხამოს და საკუთარი მოვლის რიტუალი შექმნას. სწორედ ეს გამორჩეული ხელწერა და ბრენდთან დაკავშირებული განსაკუთრებული განწყობა გვაძლევს ბაზარზე განსხვავებულ პოზიციას. 

ბრენდის გამორჩეულობას განსაზღვრავს:

  • დესერტებითა და მოგონებებით შთაგონებული გურმანული არომატები;
  • მოვლისა და სურნელის ერთ პროდუქტში გაერთიანება;
  • თანამედროვე, ადვილად ამოსაცნობი ვიზუალური იდენტობა;
  • სეზონური კოლექციები და შეზღუდული გამოშვებები;
  • საინტერესო კოლაბორაციები სხვა ბრენდებთან;
  • მომხმარებელთან მუდმივი და უშუალო კომუნიკაცია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

La Fée-ს განვითარების ხედვაა, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის სურნელოვანი სხეულის მოვლის ბრენდად, რომელსაც საკუთარი, მკაფიოდ ამოსაცნობი ხასიათი, ვიზუალური სამყარო და პროდუქტის ხელწერა ექნება.

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას და სხეულის მოვლის სრულყოფილი სურნელოვანი ხაზების შექმნას. ასევე ვგეგმავთ ახალი სურნელების, სეზონური და შეზღუდული კოლექციების გამოშვებას, სხვადასხვა სფეროს ბრენდებთან კოლაბორაციებს, გაყიდვების არხების გაფართოებასა და ევროპულ ბაზარზე შესვლას. ჩვენთვის განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ La Fée-ს პირველი საექსპორტო მიმართულება საფრანგეთი იყოს. ბრენდის სახელწოდება სწორედ ფრანგული სიტყვიდან - "La Fée" მოდის და ქართულად „ფერიას" ნიშნავს. შესაბამისად, საფრანგეთის ბაზარზე შესვლა ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესგაფართოება არ იქნება - ეს იქნება ბრენდის ისტორიის, იდენტობისა და თავდაპირველი შთაგონების ბუნებრივი გაგრძელება. გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, La Fée გახდეს საერთაშორისო ცნობადობის მქონე ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სხეულის მოვლასთან ერთად გამორჩეულ სურნელს, ემოციასა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია, La Fée-ს პროდუქტების გამოყენება ადამიანებისთვის ყოველდღიურ, საყვარელ რიტუალად იქცეს საქართველოში, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა