მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

გამოწვევების საპასუხოდ, Skillwill-მა განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავა და დავამტკიცეთ ხუთი ახალი პროფესიის სტანდარტი - გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

გამოწვევების საპასუხოდ, Skillwill-მა განათლების სამინისტროსთან ერთად იმუშავა და შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ხუთი ახალი პროფესიის სტანდარტი, -  აცხადებს სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სუტმარი იყო

მისი განცხადებით, ახალი პროფესიული სტანდარტები შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავეს და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, პროექტების მართვა, მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს პროცესებში დანერგვა, რომლებიც, მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია.

„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროფესიული სტანდარტები ციფრული მარკეტინგის, პროექტების მართვისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. ასევე, დავამატეთ საკმაოდ ინოვაციური სფერო - ხელოვნური ინტელექტის ბიზნესპროცესებში დანერგვა და ავტომატიზაცია. თითოეული ეს მიმართულება, იქნება ეს მონაცემთა ანალიტიკა თუ ციფრული მარკეტინგი, დღეს შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და ეს პროფესიებიც სწორედ ამ კრიტერიუმის საფუძველზე შევარჩიეთ“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

გიორგი მარიამიძის შეფასებით, ახალი უნარების, მათ შორის ციფრული მარკეტინგის შესწავლა არასდროს არის დაგვიანებული და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს მცირე ბიზნესსაც კი, მათ შორის ინდმეწარმეებს, გაყიდვების ზრდაში და საქმიანობის განვითარებაში.

„ვფიქრობ, სიახლეების ათვისება დაგვიანებული არასდროს არის. მარტივად რომ გითხრათ, თუ ხართ ინდმეწარმე და ამზადებთ, ვთქვათ, საბავშვო სათამაშოებს ან სხვა ნივთებს, რომლებსაც ტურისტებზე ყიდით, ციფრული მარკეტინგის საფუძვლების გაცნობაც კი საგრძნობლად დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში. თუნდაც Facebook-ზე გვერდის შექმნა, რამდენიმე პოსტის გამოქვეყნება და რეკლამის განთავსება უკვე დიდ შედეგს იძლევა. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ეს რთული ან მიუღწეველი იყოს. პირიქით, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გარკვეულ დროსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხი ავუწყოთ. სწავლა გვიანი არასდროს არის“, აცხადებს სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა