განაახლე ტექნიკა “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
წლის ყველაზე ფერადი სეზონი მოახლოვდა. იმისათვის, რომ ზაფხული მეტად მრავალფეროვანი გახდეს, სილქნეტმა Apple-ს და სხვადასხვა ტექნიკის შეძენა უფრო გაამარტივდა, როგორც სილქნეტის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე 15 ივლისამდე პორტირებული აბონენტებისთვის.
უპრეცედენტო შეთავაზება მოიცავს 6 თვიანი უპროცენტო განვადებას “მერე” ბარათით, საჩუქრად მობილურის პაკეტებს და ფასდაკლებას.
მოწყობილობის ღირებულების მიხედვით, მომხმარებელს საჩუქრად გაუაქტიურდება:
Iphone -ს მოდელების შეძენისას - 6 თვით პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“, რომელიც მოიცავს უსწრაფეს მობილურ ინტერნეტს + SMS + სასაუბრო წუთებს ულიმიტო პირობით.
ანდროიდის მოდელებზე:
• 500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 3-თვით “კოსმო” პაკეტი - პაკეტი მოიცავს 100 წუთს, ულიმიტო SMS-სა და 1 GB ინტერნეტს.
• 500-დან 1000 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 6-თვით “კოსმო” პაკეტი - თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი.
• 1000-დან 1500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 12-თვით “კოსმო” პაკეტი - თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი;
• 1500-დან 2500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 10 GB ინტერნეტ პაკეტს;
• 2500 ლარზე მეტი ღირებულების სმარტფონის შეძენისას - მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 20 GB ინტერნეტ პაკეტს.
საზაფხულო შეთავაზება გავრცელდება სილქნეტის მობილურ ქსელში პორტირების შემთხვევაშიც. პორტირებული მომხმარებელი iPhone-ს შეძენისას: მიიღებს 100 ლარიან ფასდაკლებას და საჩუქრად გაუაქტიურდება პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“ 6 თვის ვადით. ასევე, შესაძლებელობა ექნება სასურველი მოდელი შეიძინოს „მერე” ბარათით, თანხის 6-თვიანი უპროცენტო გადანაწილებით.
აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება პირველ 10 მომხმარებელზე, რომელიც სილქნეტის ქსელში დაპორტირდება 15 ივლისის ჩათვლით.
“მერე” ბარათი სილქ ბანკის უნიკალური პროდუქტია. მისი გააქტიურება შესაძლებელია:
სილქნეტის მომსახურების ცენტრებში მომხმარებელს სასურველი მოდელის შეძენაში, პაკეტის შერჩევაში ან “მერე” ბარათის აქტივაციაში, გამოცდილი კონსულტანტები დაეხმარებიან შემდეგ მისამართებზე:
• პირველი რესპუბლიკის მოედანი #6
• ცინცაძე ქ.#2
• სითი მოლი - ვაჟა-ფშაველას #70/ქავთარაძის1, სართ. G; გუდვილთან
მომხმარებელი ერთი სამუშაო დღის ვადაში უფასოდ შეძლებს პორტირებას სერვის ცენტრში, სხვა ქსელში არსებული დადებითი ბალანსით, რასაც გამოიყენებს სილქნეტის მობილურ ქსელში.
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 15 ივლისამდე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.