მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

news image
mbc image

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება.

თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის ბოლომდე გააქტიურებენ ან განაახლებენ.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში, ინტეგრაცია შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო საბუღალტრო (Balance.ge, FINA და ა.შ) ისე - კომპანიის კუთვნილ, ინდივიდუალურ პროგრამებზე. ასევე, მომხმარებლებს, უკვე ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ პროგრამაში ცვლილებების დამატება, მონაცემების რედაქტირება, კორექტირება, წაშლა და სხვა ქმედებების განხორციელება.

სიახლე კომპანიისთვის ფინანსების მართვის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანამშრომლების დროს.

ბიზნესის ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისით შესაძლებელია:

• ამონაწერის ინტეგრაცია;
• ნაშთების შემოწმება;
• გადარიცხვები საკუთარ და სხვის ანგარიშებზე;
• საბიუჯეტო გადახდები;
• ჯგუფური და სავალუტო გადარიცხვები.

„ჩვენი მისიაა ადამიანების და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც თიბისიში ვნერგავთ. განახლებული ინტეგრაციის სერვისი ავტომატურად ახდენს ბიზნეს ინტერნეტბანკისა და საბუღალტრო პროგრამის სინქრონიზაციას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური და მექანიკური შეცდომების რისკს, რაც ფინანსების მართვას უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტურს ხდის”, - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ინტეგრაციის სერვისი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

14.09.2026.17:16

საქართველოს ბანკი მოსწავლეებსა და სტუდენტებს 15 სექტემბერს გემრიელად წასახემსებლად სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. ხვალ, პარტნიორ კვების ობიექტებში Student და sCool Card-ით გადახდისას, ახალგაზრდები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ.

აქციის პირობები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში

sCool Card -ის მომხმარებლები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში გადახდილი თანხიდან 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად) 

მოსწავლეებმა ვენდისის, დანკინის და საბვეის შეთავაზება წინასწარ უნდა გაიაქტიურონ sCoolApp-ში.

აქციის პირობები კვებისა და ტკბილეულის სხვა ობიექტებში

30%-იანი ქეშბექი ასევე იმოქმედებს შემდეგ პარტნიორებთან გადახდისას:

Burger Lions, პოკე ბარი, ჯეკი ჩანი, წიწილა, Mugsy’s Burger, Gochits, Big Sam, Burger Bar, Pazza, Wasabi, Wrap Master, Chicago Style, Los Amigos, Coffesta, Bobba, Spinny, Cinnabon, Lumiers, Lunatic და Dodonut. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სწრაფი კვებისა და 50 ლარი ჯამურად ტკბილეულის ამ ობიექტებში)

გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი, მარტივად შეუკვეთე მობილბანკიდან, გამოიყენე შეთავაზებები და დაიწყე სასწავლო წელი სიახლეებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა