განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, აქტიურად აგრძელებს ციფრული არხების განვითარებას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი საბანკო გამოცდილების შექმნას.
ამჯერად, ბანკმა მობაილ ბანკის განახლებული ვერსია წარადგინა - აპლიკაციაში სრულად განახლდა ძირითადი გვერდების ინტერფეისი, რომლითაც მომხმარებლები ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს უფრო სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შეასრულებენ.
მობაილ ბანკის განახლებული ვერსია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური საბანკო მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სერვისების განვითარებას.
„ლიბერთისთვის, მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მობაილ ბანკის განახლებული ინტერფეისიც, რომელიც ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს კიდევ უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. განახლებისას, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ ფუნქციებზე, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ. შედეგად, შემცირდა სასურველი ოპერაციის შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების რაოდენობა, გაუმჯობესდა ნავიგაცია და მომხმარებლები, ყველაზე მოთხოვნად სერვისებს კიდევ უფრო მარტივად მიიღებენ. ჩვენ, მომავალშიც გავაგრძელებთ მობაილ ბანკის განვითარებას და მომხმარებლებს შევთავაზებთ თანამედროვე, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ სერვისებს.“- ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
განახლებული მობაილ ბანკის მთავარ გვერდზე განთავსებულია სწრაფი ოპერაციების პანელი, რომელიც ოთხ ძირითად ფუნქციას აერთიანებს. მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე წამში შეასრულოს გადარიცხვა, შეავსოს მობილური ბალანსი, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ისარგებლოს სხვა ყველაზე მოთხოვნადი საბანკო სერვისებით პირდაპირ მთავარი გვერდიდან.
განახლდა „პროდუქტების“ სივრცეც, სადაც ერთიანად არის თავმოყრილი ლიბერთის ყველა აქტუალური საბანკო შეთავაზება. მომხმარებლებს ახლა კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ გაეცნონ ანაბრებს, სესხებს, ბარათებსა და სხვა პროდუქტებს, შეადარონ ისინი და შეარჩიონ საკუთარი საჭიროებების შესაბამისი მომსახურება.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო გადახდების ფუნქციონალსაც. განახლებულ სივრცეში მომხმარებლებს შეუძლიათ უფრო მარტივად მართონ გადახდები, შექმნან გადახდების ჯგუფები და რამდენიმე მოქმედებით შეასრულონ როგორც ერთჯერადი, ისე ყოველდღიური გადახდები. „გადახდის“ ღილაკიდან ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სერვისები - კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი, დაზღვევა და სხვა მომსახურებები, რომელთა მოძიება შესაძლებელია როგორც კატეგორიების, ასევე საძიებო ველის გამოყენებით.
ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის გადმოწერა შესაძლებელია შემდებ ბმულზე: https://shorturl.at/5Uh2V
თუ ჯერ არ ხართ ლიბერთის მომხმარებელი, გაიარეთ მარტივი ონლაინ რეგისტრაცია.
ლიბერთი ბანკის შესახებ :
2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
რატომ ვერ პოულობენ მომხმარებლები თქვენს ბიზნესს Google-ში?
20.10.2026.07:21
ინდექსაციის პრობლემები, ტექნიკური ხარვეზები, არასათანადო კონტენტი, არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც თქვენი ბიზნესის გვერდი Google-ში „იკარგება“. თუ ამ საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევით, დროა, პროფესიონალი სეო სააგენტო იპოვოთ.
შესაძლოა, ბიზნესის განვითარებაში დიდ დროსა და ფინანსებს დებთ, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. ამის მიზეზი ხშირად Google-ში დაბალი პოზიციებია, რაც პირდაპირ აზარალებს გაყიდვებს. სანამ თქვენი საიტი არ ჩანს, პოტენციური მომხმარებლები კონკურენტებთან მიდიან.
ეფექტური SEO მომსახურება ბიზნესის ზრდის რეალური ინსტრუმენტია, რომლის საჭიროებასაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები თანდათან უკეთ აცნობირებენ. ისინი რესურსს სწორი მიმართულებით ხარჯავენ და გრძელვადიან შედეგს იღებენ.
რა უშლის ხელს საიტის Google-ში გამოჩენას?
ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება მრავალი იყოს, ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ანალიზია საჭირო. შედეგზე ორიენტირებული სეო სააგენტო პროცესს საიტის სიღრმისეული შესწავლით იწყებს და არსებულ ხარვეზებს ზუსტად გამოკვეთს.
ეს შეიძლება იყოს:
ინდექსაციის პრობლემები - თუ Google-ს საიტის გვერდები მონაცემთა ბაზაში (ინდექსში) არ აქვს დამატებული, მას მომხმარებლები საძიებო შედეგებში ვერ იპოვიან;
ტექნიკური ხარვეზები - არასწორმა ბმულებმა, ნელმა ჩატვირთვამ, რთულმა ნავიგაციამ და საიტის სხვა ტექნიკურმა პრობლემებმა შეიძლება Google-ს გვერდების პოვნა და დამუშავება გაურთულოს;
მომხმარებლის მოთხოვნასთან შეუსაბამო კონტენტი - თუ ტექსტური მასალა მომხმარებლის კითხვას არ პასუხობს, მისი ძიების შედეგებში გამოჩენის შანსი მცირდება;
არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - ბიზნესმა რესურსი შეიძლება ისეთი სიტყვების ოპტიმიზაციაზე დახარჯოს, რაც მისი აუდიტორიის რეალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება;
მაღალი კონკურენცია - კონკურენტებმა შეიძლება უფრო სრულყოფილი კონტენტი განათავსეს, საიტის სტრუქტურა გამართული აქვთ და ან Google-ში უფრო ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობენ;
ლოკალური SEO-ს უგულებელყოფა - თუ ბიზნესი კონკრეტულ ქალაქში ან უბანში მუშაობს, ადგილობრივი ძიებისთვის საიტის ოპტიმიზაცია არ უნდა გამორჩეს.
სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც შეიძლება მომხმარებლები Google-ის საშუალებით თქვენამდე ვერ მოდიოდნენ. მიზეზის დასადგენად საჭიროა საიტის ტექნიკური მდგომარეობის, კონტენტის, საკვანძო სიტყვებისა და კონკურენტების შეფასება. ეფექტური SEO მომსახურება სწორედ ამ საკითხების მოწესრიგებაზე ზრუნავს.
როგორ ზრდის SEO ბიზნესის ხილვადობას?
როგორ იქცევით, როდესაც კონკრეტული პროდუქტი, სერვისი ან ინფორმაცია გჭირდებათ? ალბათ, მობილურში ან კომპიუტერში საძიებო სისტემას ხსნით და შესაბამის ფრაზას წერთ. ზუსტად ასე იქცევა თანამედროვე მომხმარებლების დიდი ნაწილიც. ახლა წარმოიდგინეთ: ადამიანი ეძებს იმას, რასაც თქვენ ყიდით ან სთავაზობთ, თუმცა თქვენს საიტს ვერ პოულობს. ამ დროს თქვენ კარგავთ პოტენციურ მყიდველს და მას პირდაპირ კონკურენტთან უშვებთ.
SEO ბიზნესს ხილვადობის გაზრდაში ეხმარება და უზრუნველყოფს, რომ Google-მა მომხმარებელს სწორედ თქვენი ბიზნესის ვებგვერდი უჩვენოს. ამისთვის სხვადასხვა ტექნიკური თუ კონტენტ ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რასაც პროფესიონალი სეო სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს.
ეფექტური SEO მომსახურება მოიცავს:
SEO აუდიტს;
საიტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას;
საძიებო სიტყვების კვლევას;
კონკურენტების ანალიზს;
საიტის სტრუქტურისა და გვერდების ოპტიმიზაციას;
ახალი კონტენტის დაგეგმვასა და არსებული მასალის გაუმჯობესებას;
შიდა ლინკების მოწესრიგებას;
საიტის ავტორიტეტის გაძლიერებას;
AI პლატფორმებზე ხილვადობის გაზრდას;
შედეგების მონიტორინგსა და პერიოდულ რეპორტინგს.
სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს საიტზე მიზნობრივი მომხმარებლების მოზიდვას, რასაც რეალური გაყიდვები მოჰყვება. მთავარია, ვებგვერდზე მოსულ ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია დახვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გვერდს მალევე დატოვებენ და არჩევანს კონკურენტზე შეაჩერებენ.
როდის არის საჭირო სეო სააგენტო?
ოპტიმიზაციაში სეო სააგენტოს ჩართულობა ყველა ეტაპზე საჭიროა. შეგიძლიათ სეო მომსახურებით საიტის აწყობის ეტაპიდანვე ისარგებლოთ და შესაბამისი საკითხების მოწესრიგება გამოცდილ გუნდს ანდოთ.
სეო სააგენტო საჭიროა მაშინაც, თუ ვებგვერდი წლებია ფუნქციონირებს, თუმცა საძიებო სისტემაში არ ჩანს.
სააგენტოსთან თანამშრომლობა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა განსაკუთრებით გამართლებული შემდეგ შემთხვევებშია:
თუ საიტი Google-ში სასურველ პოზიციებზე ვერ ჩნდება;
ორგანული ტრაფიკი არ იზრდება ან იკლებს;
კომპანიამ არ იცის, რა უშლის ხელს ხილვადობის გაუმჯობესებაში ან პოზიციების შენარჩუნებაში;
კონკურენტები თქვენზე ბევრად წინ არიან;
არ გაქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ საიტის ტექნიკურ და კონტენტ ოპტიმიზაციაზე იზრუნოთ.
ამასთან ერთად, ექსპერტების მომსახურება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს შეიძლება ბაზრის ლიდერი იყოთ, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემუშავებით კონკურენტმა გადაგასწროთ. საჭიროა, რომ მომხმარებლის მაჯის ცემას გრძნობდეთ და იმას სთავაზობდეთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამაში SEO სააგენტოს გუნდი დაგეხმარებათ.
როგორ უნდა დაიწყოს ბიზნესმა SEO-ზე მუშაობა?
საუკეთესო გამოსავალია, საქმე გამოცდილ ექსპერტებს მიანდოთ. თავდაპირველად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ, შემდეგ კი ისეთი პარტნიორი სააგენტო შეარჩიეთ, რომელიც შედეგებზე მხოლოდ კი არ საუბრობს, არამედ მათი რეალურად ჩვენებაც შეუძლია.
ყურადღება მიაქციეთ გუნდის კვალიფიკაციას, რეალურ მიღწევებს, მუშაობის პრინციპებსა და შედეგების გაზომვის მეთოდებს. ასევე, დააზუსტეთ, რა შედის კონკრეტულ პაკეტებში.
SEO ოპტიმიზაცია გეხმარებათ, მომხმარებლებმა თქვენი საიტი Google-ის ორგანულ შედეგებში იპოვონ. გაითვალისწინეთ, რომ SEO გრძელვადიანი ინვესტიციაა და შედეგი მყისიერად არ დგება. თუმცა, ფასიანი რეკლამისგან განსხვავებით, ორგანული შედეგებიდან შემოსულ თითოეულ ვიზიტორში თანხას არ იხდით.
უკვე იცით, რატომ ვერ გპოულობენ მომხმარებლები Google-ში და როგორ ზრდის SEO საძიებო სისტემაში ხილვადობას. ახლა კი დროა, მოქმედებაზე გადახვიდეთ და თქვენი ბიზნესისთვის სანდო სეო სააგენტო აირჩიოთ.