განახლებული Porsche 911 Carrera GTS-სა და 911 Carrera-ს მსოფლიო პრემიერა
პორშემ განახლებული 911 Carrera GTS და 911 Carrera წარადგინა. ახალი 911 Carrera GTS პირველი ოფიციალური 911-ია, რომელმაც განსაკუთრებით მსუბუქი Performance-ჰიბრიდული სისტემა მიიღო. ახლებურად შემუშავებული, ინოვაციური სისტემა 3,6 ლიტრი მოცულობის ძრავით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა.
911 Carrera GTS Coupé ადგილიდან 100 კმ/სთ სისწრაფეს 3,0 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ია. რაც შეეხება განახლებულ 911 Carrera-ს, მას უფრო მძლავრი და დეტალურად მოდიფიცირებული 3,0-ლიტრიანი Biturbo-Boxer-ძრავა აქვს. გარდა ამისა, ახალი 911 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკით, განახლებული ინტერიერით, უკეთესი სერიული კომპლექტაციითა და მოდერნიზებული მულტიმედიური ფუნქციებით.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: „ჩვენ რამდენიმე თვეში 6 სამოდელო რიგიდან 4 განვაახლეთ: პანამერა, ტაიკანი, მაკანი და 911. ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ჩვენი მომხმარებლებისთვის „პორშეს“ ავტომობილები, რადგან მათ ინდივიდუალურობისა და ექსკლუზიურობის მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.