მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ვენეციის ფესტივალი, განახლებული სასაჩუქრე ნაკრებები და ახალი მიმართულებები - როგორია Piel Naturals-ის შემოდგომის სიახლეები

news image
mbc image

„პიელ ნატურალსი“ შემოდგომის სეზონს განახლებული ასორტიმენტითა და ახალი სასაჩუქრე ნაკრებებით ხვდება. მიმდინარე სიახლეებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე ესაუბრა.

„სექტემბერი ჩვენთვის, როგორც ახალი წელი, ისეა. ვემზადებით და ვქმნით ახალ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც ისეთივე ფერადია, როგორიც შემოდგომაა. მომხმარებელს თავად შეუძლია, სურვილის მიხედვით, შეარჩიოს სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობა. ახალი ფორმის ბოქსები სულ მალე ჩაეშვება. ასევე, ბავშვებისთვის საჩუქრად გვექნება გამრავლების ტაბულის ცხრილის სანიშნე. ათივე ფილიალში განახლებული ასორტიმენტით ვმასპინძლობთ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.

ამასთან, გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა სასტუმროებისა და სპა მიმართულებით - „საირმესთან“ თანამშრომლობა გავაფართოვეთ, „ჰეკატეს ბაღისთვის“ ახალი პროდუქცია დავამზადეთ, ხოლო რითეილის მიმართულებით „ბათუმის შერატონში“ შევედით.

გარდა ამისა, ვენეციის კინოფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ქართული ფილმის „გურიას“ პრემიერა გაიმართა. სპეციალურად ვიყავით ჩასულები იმისთვის, რომ ადგილზე გადაგვეცა ჩვენი საჩუქრები მხარდაჭერისა და პატივისცემის ნიშნად რეჟისორებისთვის, ორგანიზატორებისა და მსახიობებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ პირადად მე ბრიტანული სერტიფიცირების ფორმულატორის სერტიფიკატი მომენიჭა. ორწლიანი კოლეჯი წარმატებით დავამთავრე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ამბავია, რომ ახლა ბრიტანული აკრედიტაციის ფორმულატორი ვარ“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის №1 ქართული პრემიუმ თავის მოვლის კოსმეტიკის ბრენდი, რომლის მთავარი ნიშა არის პარაბენების, პარაფინისა და სილიკონების გარეშე შექმნილი პროდუქცია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე

16.09.2026.13:26

ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.

,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე. 

ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.

პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა