მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

განახლებული სასწავლო პროგრამები და ინოვაციური პროექტი - რა გეგმები აქვს „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“

news image
mbc image

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ 2027 წლიდან განახლებული სასწავლო პროგრამების დამატებას და ახალგაზრდებისთვის ახალი კურიკულუმების შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა.

„წელს სასწავლო კურსებზე მიღება არ გვქონია, რადგან გვინდა, 2027 წლიდან განახლებული სასწავლო პროგრამებით დავბრუნდეთ და ახალგაზრდებს ახალი კურიკულუმები შევთავაზოთ. შესაბამისად, ამჟამად მხოლოდ მოკლევადიან პროგრამებს ვახორციელებთ. ზაფხულში მცირე შესვენება გვქონდა, ხოლო ოქტომბრიდან მოკლევადიანი ტრენინგების განხორციელებას ვაახლებთ. მოთხოვნა ჩვენს კურსებზე სტაბილურად მზარდია. განსაკუთრებით მაღალია ინტერესი გადამუშავების მიმართულების კურსების მიმართ, ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ცხოველთა ჯანმრთელობის მიმართულების კურსებზეც“, - აცხადებს თინათინ მახარაძე.

კომპანია რძის პროდუქტების მიმართულებით საქმიანობას აქტიურად აგრძელებს და პარალელურად ახალ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.

„რძის პროდუქტების მიმართულებით მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. ჩვენი პროდუქცია ქსელურ მაღაზიებში იყიდება. ამასთან, ვმუშაობთ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც რძის გადამუშავების შედეგად მიღებული თანმდევი პროდუქტის - შრატის გამოყენებას და მისგან მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნას გულისხმობს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს უკვე გვექნება კონკრეტული სიახლეები და მომხმარებლებს შრატის ბაზაზე შექმნილ თავის მოვლის საშუალებებსაც შევთავაზებთ.

მსგავსი პროდუქცია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორებიც მუშაობენ, მათ შორის, შვეიცარიული კომპანიები. შრატი რძის გადამუშავების შემდეგ დიდი რაოდენობით, დაახლოებით 80–90%-მდე, რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს რძეში არსებულ ბევრ ღირებულ ნივთიერებას, მათ შორის ცილებსა და ცხიმებს, საქართველოში მისი გამოყენება ფართოდ არ ხდება. შრატს ნაწილობრივ ცხოველთა საკვებად იყენებენ, დიდი ნაწილი კი იკარგება, რაც გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისითაც პრობლემაა.

შრატი საკმაოდ ღირებული პროდუქტია და მისი გამოყენება ღირებულებათა ჯაჭვს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ, გვინდა, ეს რესურსი უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ და მისგან მაღალი ღირებულების მქონე პროდუქცია შევქმნათ. ეს მიმართულება საქართველოსთვის ინოვაციურია და, როგორც სკოლას, გვინდა, ამ საქმეში პიონერები ვიყოთ“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა