განახლებული საზაფხულო ასორტიმენტი და ახალი ლოკაცია - რა სიახლეებს სთავაზობს Leonidas Georgia მომხმარებელს
ბელგიური შოკოლადის ლეგენდარული ბრენდი Leonidas, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 7 თვეა ოპერირებს, განვითარებას განაგრძობს და ასორტიმენტს აფართოებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Leonidas Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა მარიამ ჩაჩავამ განუცხადა.
„გავამრავალფეროვნეთ ჩვენი ასორტიმენტი - დავამატეთ შემცირებული შაქრის შემცველობის შოკოლადის პრალინეები, რომლებიც განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც შაქრის მიღებას აკონტროლებს. მათ უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ ჩვენი ახალი პრალინეები იგივე გემოთი და ნაკლები შაქრით.

ამასთან ერთად, მომხმარებელს შევთავაზეთ საზაფხულო ასორტიმენტიც - Frozette-ები, რომელიც Leonidas-ის განსაკუთრებული შოკოლადის ხაზია. პროდუქტი მირთმევამდე უნდა გაიყინოს და გაყინული სახით მიირთმევა. Frozette-ები სხვადასხვა ხილის არომატით არის წარმოდგენილი ჩვენს ასორტიმენტში.

ასევე შევიცვალეთ ლოკაცია და ახალ მისამართზე - აბაშიძის N39-ში გადავედით “, - აცხადებს მარიამ ჩაჩავა.

სხვა სიახლეები
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
26.10.2026.12:25
სასტუმრო „ტელეგრაფის“ სივრცე Network Lounge by Silknet თანამედროვე ქართველი მხატვრის, კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია მხატვრის მრავალფეროვან შემოქმედებას აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი გამორჩეული მხატვრული სამყაროს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
კაკო თოფურიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ფერს უჭირავს, რომლის საშუალებითაც მხატვარი საკუთარ ხედვასა და ემოციებს გადმოსცემს. მის ნამუშევრებში ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის და ფერის თავისუფალი მოძრაობით, მკვეთრი კონტრასტებითა და მოულოდნელი ფორმებით გამოირჩევა.
მხატვრის ინდივიდუალურ სტილს განსხვავებული მოტივების სინთეზი განსაზღვრავს. ერთი შეხედვით მარტივი ფორმები ხშირად რთულ, მრავალშრიან კომპოზიციებად გარდაიქმნება. კაკო თოფურია მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა მასალასა და ფორმაში, რის შედეგადაც ნაცნობი თემები ახალ გამომსახველობას იძენს. მისი შემოქმედება ფერწერასთან ერთად სკულპტურასა და ტექსტილსაც მოიცავს.
გამოფენა სილქ ჰოსფითალითისა და სილქნეტის მხარდაჭერით 25 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.