განახლებული სივრცე და მზარდი მოთხოვნა - რა სიახლეებს სთავაზობს „მზიანი“ მომხმარებელს ახალ სეზონზე
„მზიანი“ დასვენებისა და ბუნებაში განტვირთვის სივრცეა, რომელიც მიმდინარე სეზონს ახალი განახლებებით ხვდება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და ტურისტული სეზონის ტენდენციებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, თამარ ველთაურს ესაუბრა.
როგორია ჩვენი კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ სეზონზე მნიშვნელოვანი განახლება განვახორციელეთ - დავამატეთ ახალი ტიპის ჯაკუზი. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მომხმარებელს განახლებული დიზაინისა და კონცეფციის ჯაკუზს ვთავაზობთ. ამ ცვლილებას ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სტუმრები აღნიშნავენ, რომ ქალაქთან ახლოს მსგავსი ტიპის კოტეჯი იშვიათია, ხოლო ხედი და კომფორტი მათთვის დამატებით ღირებულებას ქმნის.
ჯაკუზის დამატების შემდეგ მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 24 რიცხვიდან დღემდე პრაქტიკულად ყველა დღე დაჯავშნილია. ამ ეტაპზე არსებული ჯაკუზი სეზონის დასრულების შემდეგ დახურულ სივრცეში გადაინაცვლებს, რაც მის გამოყენებას ზამთარშიც შესაძლებელს გახდის. პარალელურად, ვგეგმავთ დამატებითი ჯაკუზის დამატებასაც.

როგორ აფასებთ მიმდინარე ტურისტულ სეზონს?
მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება. ჩვენს შემთხვევაში გარკვეული ფასის ცვლილებაც მოხდა, თუმცა ჯაკუზის დამატების შემდეგ ობიექტზე ინტერესი და დატვირთვა კიდევ უფრო გაიზარდა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ - მათ შორის საუნის დამატებას. ასევე განვიხილავთ არსებული პატარა საძილე ქოხების გადაკეთებას, სადაც ზამთრის სეზონზე საუნის მოწყობა იგეგმება.
ვფიქრობთ, რომ ზამთარში ჯაკუზისა და საუნის კომბინაცია განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება. გარდა ამისა, ქალაქთან ახლოს მსგავსი კონცეფციის სივრცე - სამკუთხედი ქოხები, ჯაკუზი და საუნა ერთად პრაქტიკულად არ არსებობს, რაც დამატებით კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს.

ინფორმაციისთვის, „მზიანი“ თბილისიდან 30 წუთის გზაზე მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.