მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება

news image
mbc image

ხშირად ჩვენს სურვილებისა და მიზნების - იქნება ეს მოგზაურობა, გარდერობის განახლება, ახალი ტექნიკის შეძენა თუ, უბრალოდ, ყოველდღიური კომფორტი - დროებით გვერდზე გადადება გვიწევს; ველოდებით ხელფასს, ფასდაკლებას, ხელსაყრელ მომენტს ან ბიუჯეტის მკაცრად გადანაწილებას ვცდილობთ. თუმცა, ყოველდღიური ხარჯები  მაინც არსებობს და მათი მართვა გონივრულ, მოსახერხებელ მიდგომას მოითხოვს.

თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათი სწორედ იმისთვის გაანახლა, რომ სურვილები თუ გამოცდილებები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ფინანსების მართვა კი - ბევრად მარტივი და კომფორტული.

მეტი სარგებელი ყოველდღიური გადახდებისგან

საკრედიტო ბარათი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი არ არის; ის შეიძლება შენი ყოველდღიურობის სასარგებლო ნაწილიც გახდეს. განახლებული ერთგული ბარათით გადახდისას, ნაცნობი და რუტინული ხარჯებიდანაც კი შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება.

განახლებული ერთგული ბარათი ორგვარია - ერთგული ვიზა და ერთგული Visa Platinum, რომელიც კონცეპტ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. ორივე მათგანი როგორც შეთავაზებებისა და პარტნიორი ობიექტების მრავალფეროვნებით, ისე გაზრდილი ყოველდღიური ქეშბექით სარგებლობს:

  • საქართველოში არსებულ ნებისმიერ POS ტერმინალზე გადახდისას, ყოველ ტრანზაქციაზე  სტანდარტული ბარათით გადახდილი თანხის 1%-ს, კონცეპტ ბარათით კი 2%-ს მომენტალურად იბრუნებ;
  • ათასობით პარტნიორ ობიექტში ქეშბექი 12%-ს აღწევს.

ეს ნიშნავს, რომ იმ ნივთების შეძენისას, რომლებსაც ისედაც ყოველდღიურად ყიდულობ, ერთგულის საფულეში რეალურ თანხას აგროვებ, რომლის გამოყენებაც შემდგომი სურვილების ასასრულებლად შეგიძლია.
საკრედიტო ბარათის განახლება მხოლოდ პირობების ცვლილებას არ გულისხმობს - შეიცვალა მისი ვიზუალური იდენტობაც. ამასთან, ბარათის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მისი აღება უფასოდ, წლიური მომსახურების საკომისიოს გარეშე, მობაილბანკიდან სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი. ბარათის ციფრული ვერსია მომენტალურად გამოჩნდება, შეძლებ მის ელექტრონულ საფულეში დამატებას და გადახდების დაუყოვნებლივ დაწყებას.

მათ კი, ვინც ხშირად მოგზაურობს, კონცეპტ ერთგული Visa Platinum დამატებით კომფორტს სთავაზობს; ბარათზე განსაზღვრული ხარჯვის ლიმიტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წვდომა აეროპორტის ლაუნჯებზე, ასევე Fast Track-ზე (უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა) და Visa-ს სხვა მრავალფეროვან სამოგზაურო ბენეფიტებზე გექნება.

რებრენდინგის მიუხედავად, 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი კვლავ უცვლელია

ერთგული ბარათი გაძლევს შესაძლებლობას, არ გადადო საჭიროებები და სურვილები. შეგიძლია, მომენტალურად შეიძინო ის, რაც გჭირდება, თანხა კი მოგვიანებით, ზედმეტი ფინანსური ტვირთის გარეშე დააბრუნო.

ბარათის საკრედიტო ლიმიტი 30 000 ლარამდეა გაზრდილი (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდით 0%-დან), საშეღავათო პერიოდი კი შემდეგნაირად მუშაობს:

თუ ბარათი თვის 1-ელ რიცხვში გაააქტიურეთ, შეგიძლია, სასურველი ხარჯების დასაფარად ის მომდევნო 30 დღის განმავლობაში გამოიყენო. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკი დაიანგარიშებს დახარჯულ თანხას, რომლის ანგარიშზე დასაბრუნებლადაც 25 დღე გექნება.

თუ გადახდის დღეს სრულად დააბრუნებ გახარჯულ ლიმიტს, პროცენტი საერთოდ არ დაგერიცხება. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ მინიმალურ თანხას დააბრუნებ, პროცენტი მხოლოდ დარჩენილ, გამოყენებელ ნაწილზე დაგერიცხება.

გაითვალისწინე, რომ ბარათის განახლებული პირობები ახალ მომხმარებლებზე ვრცელდება, ხოლო მათთვის, ვინც უკვე ფლობს ერთგულ საკრედიტო ბარათს, აქამდე მოქმედი პირობები რჩება ძალაში.

როგორ ავიღოთ ბარათი?

განახლებული ერთგული ბარათის მისაღებად ფილიალებში ვიზიტი ან ხანგრძლივი პროცედურების გავლა საჭირო არ არის. ბარათის აღება და ლიმიტის დამტკიცება სულ რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. შეგიძლია, ბარათი ციფრულ საფულეში გააქტიურებისთანავე გადაიტანოთ და იმავე დღეს გამოიყენოთ.

ჩვენი ყოველდღიურობა უამრავი წვრილმანი თუ მასშტაბური სურვილისგან შედგება. თიბისის განახლებული ერთგული Visa ბარათი სწორედ ამ სურვილების რეალობად ქცევაში გეხმარება; ის ყოველდღიურ გადახდებს უფრო სარგებლიანს ხდის და სურვილებთან გაახლოვებთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა