მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

განათლება და კონსალტინგი ერთ სივრცეში - როგორია ORVIX-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

ORVIX არის სამენტორო პროგრამების კლუბი, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება პრობლემების იდენტიფიკაციიდან მათ პრაქტიკულ გადაწყვეტამდე მიღწევაში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და მენტორს ლაშა ბარბაქაძეს ესაუბრა.

როგორია ORVIX-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ORVIX არის სამენტორო პროგრამების კლუბი, რომელიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება პრობლემების იდენტიფიკაციიდან მათ პრაქტიკულ გადაწყვეტამდე მიღწევაში.
კომპანიის საქმიანობა აერთიანებს განათლებასა და კონსალტინგს და მოიცავს მენტორულ პროგრამებს, რეალურ ქეისებზე დაფუძნებულ სწავლებას და ბიზნესისა თუ ორგანიზაციული განვითარების მიმართულებებს, მათ შორის გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის სტრატეგიულ განვითარებას, HR-სა და გრაფიკული თუ 3D ვიზუალის მიმართულებას.

ORVIX ბაზარზე 2024 წლის სექტემბრიდან ოპერირებს.

მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ სამენტორო პროგრამებს, ასევე კომპანიებისთვის მორგებულ ტრენინგებს, რომლებიც ეფუძნება მათ საჭიროებებს და ითვალისწინებს მოქნილ ფორმატს - როგორც შინაარსის, ისე დროისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?

დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ცოდნის განახლება აუცილებლობად იქცა. თანამედროვე ბიზნესსა და სტარტაპ ეკოსისტემაში წარმატებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა.

თუ წარსულში თეორიული განათლება ხშირად საკმარისი იყო, დღეს ეს მიდგომა აღარ ამართლებს. ბაზარი ითხოვს სწრაფ, ფოკუსირებულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.

ამავდროულად, იზრდება მოთხოვნა პროფესიის ცვლილებაზე და ამ პროცესში ტრენინგები უფრო მოქნილ და ეფექტურ ალტერნატივად გვევლინება, ვიდრე მრავალწლიანი ფორმალური განათლება.

ამ ტენდენციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მოთხოვნა ტრენინგებზე, ასევე მიწოდება. ბაზარზე აქტიურად ოპერირებენ როგორც ტრენინგ ცენტრები, ისე დამოუკიდებელი ტრენერები.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ORVIX-ის მთავარი უპირატესობა სამენტორო კლუბის მოდელია, რომელიც თეორიასა და პრაქტიკას აერთიანებს.

ჩვენი მენტორები არიან საკუთარი სფეროს პრაქტიკოსი ლიდერები, რომელთაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ წამყვან კომპანიებში. ეს უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლები იღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლების პროცესში მონაწილეების აქტიური ჩართულობა. მათ აქვთ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა უშუალოდ სწავლის პროცესშივე დანერგონ საკუთარ საქმიანობაში.

კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მონაწილეების კარიერულ განვითარებას და მათ მიერ ორგანიზაციებში რეალური ცვლილებების განხორციელებას.

დღემდე მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 95%-ს აღწევს, რაც დაუჯერებლად კარგი და საამაყო შედეგია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

კომპანია გეგმავს პროგრამების გაფართოებას და ახალი მიმართულებების დამატებას.
ასევე, იგეგმება სხვადასხვა ფორმატის ვორქშოპების ჩატარება, სადაც ჩაერთვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

ორვიქსისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლუბის ჩამოყალიბება, სადაც როგორც მენტორები, ისევე ყველა კურსდამთავრებული იქნება გაწევრიანებული. ისინი შეძლებენ მსგავსი ინტერესის ხალხთან კომუნიკაციას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ახალი ურთიერთობების კაპიტალის დაგროვებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა