მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

განათლება, როგორც ახალი შესაძლებლობების შექმნის გზა - ინტერვიუ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელთან, ანი ლომთაძესთან

news image
mbc image

განათლება ახალი ინტერესების აღმოჩენის, უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საფუძველია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ინიციატივები მოიცავს როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებსა და სტიპენდიებს, ისე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და პროფესიული უნარების განვითარებას.

საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანი ლომთაძე გვიყვება, რა დგას ამ ინიციატივების უკან, როგორ პასუხობს ბანკი განათლების სფეროში არსებულ საჭიროებებს და რა შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისთვის.

რატომ არის განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და რა მიზანს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები?

ჩვენთვის განათლების მხარდაჭერა ნიშნავს ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. გვჯერა, რომ ცოდნა და ახალი უნარები ადამიანებს ეხმარება, უკეთ დაინახონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები და გადადგან ნაბიჯები მათთვის სასურველი მომავლისკენ.

სწორედ ამ ხედვით ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს. გვინდა, ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, შეძლონ საკუთარი ინტერესების აღმოჩენა და მიიღონ ცოდნა, რომელიც მათ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებს მოიცავს. როგორ განსაზღვრავთ, პროექტების რომელ მიმართულებებსა და საჭიროებებს უნდა უპასუხოს ამ პროექტებმა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო შესაძლებლობები მხოლოდ ერთ ასაკობრივ ჯგუფზე ან სწავლის კონკრეტულ საფეხურზე არ იყოს ორიენტირებული. მოსწავლეს შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს გადაწყვეტილი, რა მიმართულებით სურს განვითარება; სტუდენტს სჭირდებოდეს სწავლის დაფინანსება, ხოლო ახალგაზრდა პროფესიონალს - ახალი უნარების შეძენა. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ინიციატივები განათლებისა და პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპს მოერგოს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ტექნოლოგიები, STEM, AI და თანამედროვე პროფესიული უნარები. მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც.

საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. რა შესაძლებლობებს ქმნით ამ მიმართულებით?

სკოლის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესების აღმოსაჩენად და სხვადასხვა მიმართულების გასაცნობად. გვინდა, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახის მიღმაც ისწავლონ, გამოცადონ საკუთარი თავი და აღმოაჩინონ სფეროები, რომლებიც მომავალში პროფესიადაც კი შეიძლება რომ აირჩიონ.

მაგალითად, STEM სკოლის საშუალებით VII-XI კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ონლაინ შეისწავლონ მეცნიერება, მათემატიკა, ინჟინერია და ტექნოლოგიები, ნებისმიერი ლოკაციიდან. ამასთან, ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგის მქონე 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს.
ასევე, პროგრამირების შესწავლით დაინტერესებულ მოზარდებს Code IT-ის ინიციატივა ეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში. TUMO ქუთაისი კი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას ქმნის 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის.

საერთაშორისო განათლება ბევრისთვის მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა სწავლისა და ცხოვრების ხარჯები ხშირად ბარიერს ქმნის. როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები ახალგაზრდებს ამ შესაძლებლობების მიღებაში?

გვინდა, ფინანსური ბარიერი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს. ამიტომ ჩვენი სასტიპენდიო ინიციატივები როგორც საქართველოში სწავლის გაგრძელებას, ისე საერთაშორისო განათლების მიღებას უჭერს მხარს.

მაგალითად, UWC-ის პროგრამა მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორ სკოლებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის კი ისეთი საერთაშორისო პროგრამები, როგორებიცაა Chevening და Fulbright, უცხოეთში სამაგისტრო განათლების მიღების გზას ხსნის. ამასთან, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მადრიდში, Miami Ad School Europe-ში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც გაქვთ სასტიპენდიო პროგრამები. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში სწავლის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა?

საერთაშორისო განათლებასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების მხარდაჭერა. ადგილობრივ უნივერსიტეტებში სწავლა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ინტერესებსა და პროფესიულ მიზნებზე იმუშაონ და მომავალ კარიერას საფუძველი ჩაუყარონ. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 პარტნიორი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ცალკე მიმართულებაა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, რომელიც არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტების განვითარებას ემსახურება.

ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, იცვლება შრომის ბაზარიც. როგორ პასუხობს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამები ამ ცვლილებებს?

ტექნოლოგიური ცვლილებები ადამიანებისგან მუდმივ სწავლასა და ახალი უნარების განვითარებას მოითხოვს. ამიტომ გვინდა, ჩვენს საგანმანათლებლო ინიციატივებში ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და შეიძინონ ცოდნა, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია STEM და პროგრამირების სასწავლო პროგრამები, ასევე AI სტიპენდია გოგოებისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესწავლის შესაძლებლობას ქმნის.

განათლება მხოლოდ სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდით არ შემოიფარგლება. რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ, ვისაც პროფესიის შეცვლა, კვალიფიკაციის ამაღლება ან სრულიად ახალი სფეროს შესწავლა სურს?

სწავლა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაგრძელდეს. შესაძლოა, ადამიანს უკვე ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, თუმცა სურდეს ახალი უნარების შეძენა, სხვა სფეროში გადასვლა ან საკუთარი ცოდნის განახლება. გვინდა, ასეთ ადამიანებსაც ჰქონდეთ განვითარების ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს 20-მდე პარტნიორ აკადემიაში სხვადასხვა პროფესიის სრული დაფინანსებით შესწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. მიმართულებები მოიცავს თანამედროვე პროფესიულ და ტექნოლოგიურ უნარებს, მათ შორის პროგრამირებას, დიზაინსა და ხელოვნურ ინტელექტს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობები სკოლის მოსწავლეებისთვისაც არის გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი მიმართულების არჩევა და ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

როგორ შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს, იპოვოს მისთვის შესაფერისი საგანმანათლებლო პროგრამა და რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელი შესაძლებლობით ისარგებლოს?

პირველ რიგში, ვურჩევდი, დაფიქრდნენ საკუთარ ინტერესებზე და იმაზე, რისი სწავლა ან რა მიმართულებით განვითარება სურთ. აუცილებელი არ არის, ადამიანს თავიდანვე ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული კარიერული გეგმა - ზოგჯერ ახალი მიმართულების გაცნობაც მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე -  ganatleba.bog.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა პროგრამას, მონაწილეობის პირობებსა და რეგისტრაციის ვადებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განათლება, როგორც ახალი შესაძლებლობების შექმნის გზა - ინტერვიუ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელთან, ანი ლომთაძესთან

13.10.2026.16:10

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა