მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

განათლება, როგორც საუკეთესო ინვესტიცია მომავალში - როგორია რუსუდან ღვამიჩავას გამოცდილება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. გამორჩეული პროფესიონალების გამოსავლენად და დასაფასებლად კი, წელს Forbes Under 30-ის მთავარი წარმდგენია.

“განათლება საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში”, - ამბობს 2024 წლის განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის გამარჯვებული, რუსუდან ღვამიჩავა, რომელიც დიდი ბრიტანეთის რეგისტრირებული ნუტრიციოლოგი და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დოქტორანტი მკვლევარი. ინტერვიუში კი ის საკუთარი განათლების გზისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება.

პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე

რუსუდანის პროფესიული გზა მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვებით დაიწყო: ჩვენი ყოველდღიური არჩევანი პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე და რომ ამ არჩევანის სასიკეთოდ შესაცვლელად ყველაზე ძლიერი იარაღი სწორედ განათლებაა:

“ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარ მომავალში გაკეთებული ინვესტიციაა, განათლება კი ამ ინვესტიციის მთავარი საფუძველი. სადოქტორო კვლევის დაწყება ჩემთვის შესაძლებლობა იყო, მეკვლია, თუ როგორ შეიძლება განათლების საშუალებით ადამიანების ცხოვრებაში რეალური და გრძელვადიანი ცვლილების შექმნა”, - გვიზიარებს რუსუდანი. 

მეცნიერების პრაქტიკული გამოყენება

რუსუდანის მთავარი მიზანი აკადემიური ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანაა. ამიტომ კვლევის მთავარ მიმართულებად საქართველოში ბავშვთა კვების შესახებ მშობლების განათლება აირჩია. ეს ქვეყანაში ამ ტიპის პირველი კვლევაა. რუსუდანს სურს, რომ მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ მიზნით დაიწყო ინსტაგრამ ბლოგიც – Rgnutritionist.

“მინდა, ჩემი საქმიანობით ადამიანებისთვის მეცნიერება უფრო გასაგები, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გავხადო და დავეხმარო მათ, მიღებული ცოდნა ყოველდღიურ არჩევანში გამოიყენონ”, - ამბობს რუსუდანი.

აღიარება და ახალი შესაძლებლობები

დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე Forbes Under 30-ში მოხვედრა ახალგაზრდა მკვლევრისთვის დამატებითი მოტივაცია და საკუთარი საქმის სხვებისთვის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. მას სჯერა, რომ ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაში კერძო სექტორის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თამამი იდეების განსახორციელებლად ხშირად სწორედ დაფინანსება და საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობაა საჭირო.

“მიხარია, რომ საქართველოს ბანკი გამოირჩევა ახალგაზრდების გვერდში დგომით. ბანკის მთავარი მოწოდება - „არ გაჩერდე“ იდეალურად შეესაბამება Under 30-ის კონცეფციას და იმ ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებიც მუდმივად აგრძელებენ განვითარებას” , - ამბობს რუსუდანი.

რჩევა დამწყები პროფესიონალებისთვის

მათ, ვისაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი თავის დამკვიდრება სურს, რუსუდანი ურჩევს, რომ დროულად გადადგან პირველი ნაბიჯები:

“ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც ყველაფრისთვის მზად იქნებით, ეს მომენტი შეიძლება არც დადგეს. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ. ნუ შეადარებთ საკუთარ გზას სხვისას, შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარი თავის გუშინდელ ვერსიას და გახსოვდეთ, რომ განათლება საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში”, - ამბობს რუსუდანი.

თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია

08.10.2026.14:00

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.

დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და

სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.

აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:

· ქირურგიის ეროვნული ცენტრი

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC

ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა