განათლების ხელშესაწყობად - „თეგეტას“ მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი - „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით მოეწყო.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგის“ დონაციის პლატფორმა Tegeta Care-ის ბენეფიციარების გრძელვადიანი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ადგილობრივი თემისა და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
ესეების კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყო, ონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კერძოდ, მას წიგნების ფონდის შევსებაში დავხმარებოდით და ადგილობრივი ახალგაზრდები წაგვეხალისებინა, განათლების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ - ესარგებლათ ბიბლიოთეკით, წაეკითხათ წიგნები მათთვის საინტერესო თემებზე და საკუთარი აზრი ესეების სახით გამოეხატათ. ამ ინიციატივის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო პროცესი იყო“.
ესეების კონკურსი „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს - V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს - აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
„თეგეტამ“ ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გამრავალფეროვნებისა და განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსიც გამოყო, რათა ბავშვებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი ჰქონოდათ და ესეების კონკურსისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ.

თათია ნადარეიშვილი, ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრი, ავტორი და ილუსტრატორი: „კონკურსის იდეა ახალგაზრდა მკითხველების გააქტიურების სურვილიდან გაჩნდა. გვინდოდა, ბავშვებისთვის მოტივაცია მიგვეცა, ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეტანათ, წაეკითხათ და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრი ესეების დახმარებით გადმოეცათ. ამან შედეგი მართლაც გამოიღო, ბევრმა ბავშვმა, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, პირველად გაიტანა წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან.
ამგვარი ინიციატივების განხორციელება და მათი მხარდაჭერა ონტოფოს მსგავს სოფლებში ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ბავშვებს, და არამხოლოდ მათ, არაფორმალურ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ“.

ესეების კონკურსის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტმა“, რომელიც „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური „მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არის, ეს კომპანიის ღირებულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავით. კონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა და დღეს, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი მიზნებითა და ფუნქციით აგრძელებს არსებობას. სამზრუნველოს ინიციატივით ის საზოგადოებრივ ცენტრად ყალიბდება, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებზე აქვთ წვდომა.
ბიბლიოთეკის განახლების ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგმა“ მისი ტექნოლოგიური აღჭურვა და წიგნების ფონდის გამრავალფეროვნება უზრუნველყო. ეს პარტნიორობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, შექმნას რეალური, გრძელვადიანი ღირებულება - მით უფრო რეგიონებში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა აკადემია“ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით. გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. „თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდი; მცხეთა-მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, „თეგეტამ“ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და ა.შ. „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.