განსაკუთრებული ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები - რას სთავაზობს Wolt Friday მომხმარებლებს
ნოემბრის ბოლოს ფასდაკლებების პერიოდი იწყება და მათთვის, ვინც სხვადასხვა საჭირო ნივთის შეძენას სწორედ ამ დღეებისთვის გეგმავს, Wolt სპეციალურ შეთავაზებებს ამზადებს.
Wolt Friday-ის კამპანია 16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ყველაზე მეტი შეთავაზება კი, 23 ნოემბრის კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ. შეთავაზებებში სხვადასხვა კატეგორიის პარტნიორი ბიზნესები მონაწილეობენ, მათ შორის GPC, Pharmadepot, Alta, PSP, Super და Voulez-Vous.
Wolt Friday-ის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს, რომლებიც კონკრეტულ დღეებსა და კალათის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
23 და 24 ნოემბერს, Alta-ში, Zoommer-სა და Game Zona-ში, 250 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლები 50-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
25 ნოემბერს სპეციალური შეთავაზება სილამაზის კატეგორიაში იმოქმედებს: 150 ლარის ან მეტი ღირებულების კალათაზე ფასდაკლება 50 ლარი იქნება.
სპეციალური შეთავაზება გათვალისწინებულია აფთიაქის კატეგორიისთვისაც: 200 ლარის ან მეტი ღირებულების კალათაზე მომხმარებელი 50-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს.
ამგვარად, Wolt Friday მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფასდაკლებების პერიოდი წინასწარ დაგეგმონ და მათთვის საჭირო პროდუქცია, იქნება ეს ელექტრონიკა, სილამაზის პროდუქტები, სააფთიაქო თუ სხვა ყოველდღიური ნივთები, ერთ სივრცეში შეარჩიონ.
კონკრეტულ პროდუქტებსა და შეთავაზებებზე მოქმედებს შესაბამისი პირობები, ხოლო მათი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
აქცია Wolt-ის აპლიკაციაში 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.