მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

განსაკუთრებული შეთავაზება „თეგეტა მოტორსისგან“ - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად

news image
mbc image

დახვეწილი ტექნოლოგია, მაღალი ხარისხი, ეკოლოგიურობა და ხელმისაწვდომობა - ეს PETLAS-ია, საბურავების ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი რეიტინგითა და რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ PETLAS-ის საბურავებზე „თეგეტა მოტორსში“ 31 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს. სპეციალური პირობები ბრენდის სხვადასხვა მოდელზე ვრცელდება - მაგალითად, იმ საბურავების შეძენა, რომელთა საწყისი ღირებულება 189 ლარია, მომხმარებელს 129 ლარად შეუძლია, 125 ლარიანი მოდელის ფასი კი, შეთავაზების ფარგლებში, 89 ლარია.

PETLAS-ის წარმატება ინოვაციურ წარმოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიაზეა დაფუძნებული. კომპანია მუდმივად აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს და სრულად პასუხობს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აქტიურად მიმართავს მეორადი ნედლეულის გადამუშავებას. მსუბუქი ავტომობილების გარდა, კომპანია საბურავებს აწარმოებს სატვირთო, ინდუსტრიული, საავიაციო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვისაც.

PETLAS-ის უპირატესობები

PETLAS საბურავების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით წარმოებას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და მეორადი ნედლეულის გადამუშავება კომპანიის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს - მოდერნიზაციის შედეგად გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება ბრენდმა მნიშვნელოვნად შეამცირა.PETLAS-ის საბურავები გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და სანდოობით, ხოლო წარმოებაში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგიები პროდუქციას ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის.

ბრენდის ისტორია

PETLAS-ის ისტორია 1976 წელს იწყება, როდესაც კომპანია თურქეთის საჰაერო ძალების საბურავების მწარმოებლის სახით ფუნქციონირებდა და იმ პერიოდში სტრატეგიული სახელმწიფო საწარმო იყო. კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ PETLAS-მა ყურადღება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე გადაიტანა, რამაც ბრენდის შემდგომი წარმატება განაპირობა - დღეს კომპანია ISO ხარისხის სერტიფიკატს ფლობს.

2007 წლიდან PETLAS-მა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო, რის შედეგადაც ბრენდის ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ხაზი კიდევ უფრო დაიხვეწა. დილერების ფართო ქსელის წყალობით კი PETLAS-ის პროდუქცია 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გლობალური ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე

თურქული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებლებს PETLAS-ის საბურავების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით. PETLAS-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჩელთიმ“ 2026 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი და საერთაშორისო აქტივობები გააძლიერა

07.08.2026.10:00

„ჩელთი“ ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგების, საექსპორტო მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი ესაუბრა.

როგორი იყო 2026 წლის პირველი 6 თვე კომპანიისთვის - რა შედეგებით, სიახლეებითა და საერთაშორისო აქტივობებით გამოირჩეოდა ეს პერიოდი?

წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. პირველი საერთაშორისო აქტივობა მადრიდში, Madrid Fusion-ზე გვქონდა, სადაც ესპანეთის ბაზარზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყარეთ. დღეს, „ჩელთის“ ღვინო წარმოდგენილია თითქმის ყველა მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანში და ასევე არაერთ ადგილობრივ, ესპანურ რესტორანშიც.

შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ Wine Paris Expo-ზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის გამოფენაა. თუ ადრე ეს გამოფენა დიუსელდორფში ტარდებოდა, ახლა უკვე პარიზშია გადმოტანილი და საერთაშორისო შეხვედრების ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. იქ შევხვდით პარტნიორებს როგორც აზიიდან, ისე ამერიკიდან და ევროპიდან. ფაქტობრივად, პარიზში უკვე თებერვალში განვსაზღვრეთ წლის ძირითადი პროგნოზები და დაგეგმილი აქტივობები.

ამავე პერიოდში შევხვდით ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებსაც. წელს ჩვენი ღვინო შევიდა ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ ქსელში, რამაც გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი.

შემდეგ გადავინაცვლეთ დიუსელდორფში, სადაც გერმანიის ბაზარზე სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ. დიუსელდორფში ყოველწლიურად ჩავდივართ, რადგან გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქ წარმოდგენილი ვართ სამ მსხვილ ალკოჰოლური სასმელების საცალო ქსელში და გვაქვს თანამშრომლობა. ყოველწლიური ვიზიტების მიზანია არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება, ახალი პროდუქციის წარდგენა და გერმანელი მომხმარებლისთვის ჩვენი ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაცნობა.

შემდეგი მიმართულება დიდი ბრიტანეთი იყო, სადაც მონაწილეობა მივიღეთ London Fashion Week-ის ფარგლებში გამართულ აქტივობებში როგორც „ჩელთის“, ისე Tipsy Baby-ის ბრენდებით. Tipsy Baby უფრო ახალგაზრდულ სეგმენტზეა ორიენტირებული. ლონდონში ასევე ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის Pop-up აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ ჩავდივართ ბრიტანეთში, რათა ბრენდის პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზეც. უკვე გავაგზავნეთ პროდუქცია და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა. პერიოდულად ვმონაწილეობთ სომელიეებისა და ღვინის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ამერიკულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება.

ასევე გვქონდა აქტივობები იაპონიაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ნაწილობრივი თანადაფინანსებით მონაწილეობა მივიღეთ Road Show-ში, რომელიც იაპონიის სამ ქალაქში გაიმართა. მათ შორის ვიყავით იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე ქართული ღვინო ნაკლებად იყო წარმოდგენილი. იაპონიაში უკვე გვაქვს პოზიციონირება, თუმცა ახლა ახალი პარტნიორობების ეტაპზე ვართ და ველოდებით, რომ ეს თანამშრომლობები რეალურ შეკვეთებში გადაიზრდება.

ჩინეთის მიმართულებითაც აქტიურად ვვითარდებით. ჩენდუში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. გასულ წელს ჩინეთში შევქმენით საკუთარი საწყობი და დავაარსეთ კომპანია, ხოლო 2026 წელს უკვე ამ მიმართულების პირველი შედეგები გამოჩნდა. გვიკავშირდებიან როგორც მცირე დისტრიბუტორები, ასევე კერძო მყიდველები.

ჩინეთში ციფრული მარკეტინგის მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ - განსაკუთრებით WeChat-ისა და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ასევე ვიყენებთ Alibaba-ს პლატფორმას, სადაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ქართული პროდუქტები განთავსდა და მათ შორის ჩვენი ღვინოც არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებებს, ორი ძირითადი არხი გვაქვს: ერთი არის HoReCa-ს მიმართულება - რესტორნები, სასტუმროები, დისტრიბუტორები და პარტნიორები, ხოლო მეორე - პირდაპირი გაყიდვები მომხმარებელზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების საშუალებით. ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ონლაინ შეკვეთა არის შესაძლებელი და დღეს უკვე თითქმის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შეძენა Chelti.com -ის საშუალებით.

რა შედეგები ჰქონდა კომპანიას ღვინის კონკურსებსა და შეფასებებში?

საერთაშორისო შეფასებებში საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წარმატებული შედეგი ვაჩვენეთ - წარმოდგენილი ხუთი კატეგორიიდან ოთხში ოქროს მედალი მივიღეთ.
ასევე აქტიურად ვაგზავნით ნიმუშებს სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაციებზე. „ჩელთის“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სტაბილური ხარისხია - წლიდან წლამდე, ახალი მოსავლის ღვინოები საერთაშორისო შეფასებებზე მაღალ შედეგებს აჩვენებს და ხშირ შემთხვევაში ოქროს მედლებით ფასდება.



რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული გაყიდვების მიმართულების გაძლიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, გვინდა, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - იქნება ეს ნავთობის კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, მსხვილი ჰოლდინგები თუ სხვა ბიზნესები, რათა მათთვის კორპორატიული ღონისძიებებისა და საჩუქრებისთვის ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

შემდეგ ეტაპზე იგივე სტრატეგიის ევროპულ ბაზრებზე გადატანასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება ექსპორტს, რთველამდე ვაგზავნით ძირითად შეკვეთებს, შემდეგ კი რთველის პერიოდში დაახლოებით ორი თვით ვაჩერებთ პროცესს და შემდგომ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ ექსპორტს. ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდია - პროდუქცია იგზავნება უკრაინაში, გერმანიაში, ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ბაზრებზე.

ამ ეტაპზე უკვე 28 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ახლო პერიოდში ახალი ქვეყნების დამატებაზე მეტად იმ ბაზრების გაძლიერებაზე ვაკეთებთ აქცენტს, სადაც უკვე ვართ. ყოველწლიურად მინიმუმ 20%-იან ზრდა გვაქვს და მიმდინარე წელსაც იგივე ტენდენციას ვინარჩუნებთ.

პარალელურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, დეგუსტაციებს, სომელიეებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ღონისძიებებს. წელს კიდევ გვექნება ორი დიდი გამოფენა ჩინეთში, ასევე მცირე აქტივობები ევროპაში - ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა კამპანიები, გათამაშებები და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელი ღონისძიებები.

ღვინის ბაზარი ძალიან დინამიკურია და ბრენდის განვითარებისთვის მუდმივი ინვესტიციაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განვვითარდეთ და მომხმარებელს ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა