მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

განსხვავებული არქიტექტურა, ინტერიერი, საერთაშორისო დონის მომსახურება და განსაკუთრებული გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის, სწორედ ეს ქმნის ჩვენს უნიკალურობას - Pabellón Hotel

news image
mbc image

სასტუმრო “პაბელონი “ მდებარეობს კახეთში, კერძოდ კი ყვარელში ილიას ტბასთან და სულ რამდენიმე თვეა რაც ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia სასტუმროს გენერალურ მენეჯერს ოქსანა ხოდინს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

სასტუმრო მდებარეობს კახეთის გულში, ილიას ტბასთან, სადაც ილია ჭავჭავაძემ ბავშვობა გაატარა. ბრენდი „პაბელონი“ ამ ეტაპზე მოიცავს სასტუმროს, მეღვინეობასა და აგროკულტურას და სწორედ ჭავჭავაძისეულ ისტორიას აცოცხლებს.

სასტუმრო მოიცავს 61 ოთახს, ქართულ რესტორან „მაკრინეს“ და ბარებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ სივრცეს, 3 შეხვედრების ოთახს. ასევე გვაქვს საბავშვო სივრცე, ღვინისა და სუვენირების მაღაზია.

ვგეგმავთ, სტუმრებს შევთავაზოთ გასტრონომიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაციები. სასტუმრო 2025 წლის ზაფხულში გაიხსნა და ბაზარს სულ რამდენიმე თვეა შევუერთდით ცხელ და აქტიურ სეზონზე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ამ ეტაპზე ძირითადი მოთხოვნა და ინტერესი ადგილობრივი სეგმენტიდან მოდის, თუმცა იქედან გამომდინარე რომ კახეთი უცხოელი ტურისტებისთვისაც საინტერესოა, ვფიქრობთ ღვინის ტურებზე აქტიურად მუშაობას და ტურისტული ჯგუფების მოზიდვას. შიდა და გარე სივრცეები გვაძლევს 200+ ადამიანზე ღონისძიებების გამართვის საშუალებას რაც ასევე ჩვენი დიდი უპირატესობაა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

სასტუმროს მართავს ესპანური მმართველი კომპანია HCI – Hotel Collection International. განსხვავებული არქიტექტურა და ინტერიერი, საერთაშორისო დონის მომსახურება და განსაკუთრებული გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის – სწორედ ეს ქმნის ჩვენს უნიკალურობას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დამსვენებლებს შევთავაზებთ თიხაზე მუშაობის მასტერკლასებს, ხოლო მალე ამავე შენობაში გაიხსნება ღვინის საწარმო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ „პაბელონის“ ღვინის წარმოების პროცესი. სასტუმროს ტერიტორიას ასევე დაემატება სპორტული მოედნები და განახლებული საბავშვო სივრცეები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენთან სტუმრობის გამოცდილებას.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://www.pabellon.ge/ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 0352 20 02 00

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა