მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI

news image
mbc image

ხელნაკეთი სამკაულის ქართული ბრენდი IKANI 2016 წელს შეიქმნა. მისი ყველა ნაკეთობა მზადდება უმაღლესი სინჯის ვერცხლით და ნატურალური ქვებით, მათ შორის: ფლურიტი, გიშერი, სადაფი, ამეთვისტო, ფირუზის / მალაქიტის მოზაიკა.  2019 წელს, IKANI-მ პირველი სამკაულის ნიმუშის სოციალურ ქსელში განთავსებიდან 1,5 წელიწადში, თბილისში პირველი მაღაზია გახსნა. შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდა მაღაზიათა გაფართოება. სიახლეების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სანებლიძემ Business Insider Georgia-სთან ისაუბრა. 

„გარკვეულ სიახლეებს ვგეგმავთ. აქვე, შემიძლია გითხრათ ის, რომ გავფართოვდით და მოლებში შევედით. კერძოდ, სითი მოლსა და გლდანი მოლში“, - აცხადებს კოპანიის დამფუძნებელი გიორგი სანებლიძე.

ქართული ბრენდი დაახლოებით 3 წელია ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ნამუშევრებს უკვე ამერიკელი მომხმარებლებისთვისაც ქმნის. ბრენდის მიზანი მუდმივი განვითარებაა.

„ზოგადად, როგორც ადრე განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ. თვე არ გავა ამ ნაწილზე, რომ არ ვიმუშაოთ. ყოველთვის წინ და წინ მივდივართ. შესაბამისად, ცნობადობის გაზრდა საქმეზეც კარგად აისახება", - ამბობს კოპანიის IKANI-ს დამფუძნებელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა