გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები - როგორ ჩაიარა წლევანდელმა PLUS-ის დაბადების დღემ
5 ივლისს საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-მა მომხმარებლებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული გაორმაგების დღე აღნიშნა. წელს კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, მასში 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჩაერთო, ხოლო მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ.
PLUS-ის გაორმაგების დღე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხმარებელს აერთიანებს. წელს შეთავაზებით 120,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა, PLUS ქულებით კი 200,000-ზე მეტი გადახდა განხორციელდა. გაორმაგების დღის ფარგლებში მომხმარებლებმა 30 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სარგებელი მიიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ PLUS-ის დაბადების დღე მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური შოპინგის დღეა.
„გაორმაგების დღე ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება და მოხარულები ვართ, რომ წლევანდელმა კამპანიამაც მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებლების მაღალი აქტივობა და პარტნიორთა მზარდი ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ PLUS მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და რეალური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, ყოველწლიურად ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ.
თუ წელს გაორმაგების დღით ვერ ისარგებლეთ, თვალი ადევნეთ PLUS-ის მიმდინარე შეთავაზებებს, დააგროვეთ PLUS ქულები და მომდევნო გაორმაგების დღეს თქვენც შეუერთდით.
სხვა სიახლეები
„არქის“ ზრდა ზუსტად თქვენი დამსახურებაა - ზაზა ფაჩულიას მიმართვა კომპანიის თანამშრომლებს
10.07.2026.11:00
არქის 400 თანამშრომელი ჰყავს და ნამდვილად მეამაყება ეს ფაქტი - განაცხადა ,,არქის” თანადამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ „არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე თანამშრომლებთან მიმართვისას.
„დღეს ის მომენტია რომ მინდა რომ ჩვენ არქის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რადგანაც ძალიან ბევრი შემხვდა, ვნახე. ზოგადად, 400 თანამშრომელი გვყავს და ნამდვილად მეამაყება ეს და მინდა გითხრათ რომ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის, ამ კომპანიის ენერგია და ყველა თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ, აკეთებთ თქვენს საქმეს, აკეთებთ გულით და ამ ორგანიზაციის, ამ კომპანიის ზრდა ზუსტად თქვენი დამსახურებაა და ყველა არქელს დიდი მადლობა, ყველა არქის თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.