GLOBALCELL-ის 2025 წლის ინოვაცია, რომელმაც როუმინგის წესები შეცვალა - პირველი ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM/eSIM ბარათი უფასო ზარებით როუმინგში
2025 წელი GLOBALCELL-ისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა — კომპანია საქართველოს პირველ ქართულ ტელეკომ ბრენდად იქცა, რომელმაც საერთაშორისო SIM/eSIM ტექნოლოგია სრულიად ახალი სტანდარტით წარადგინა, როუმინგის ტრადიციული ბარიერები მოხსნა და მსოფლიო სატელეკომუნიკაციო არენაზე UN-ის მსოფლიო ტელეკომ კავშირში გაწევრიანებით პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ინოვაციებით, ISO სტანდარტებით, 30%-იანი აბონენტული ზრდით და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისებით GLOBALCELL-მა არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევები განამტკიცა, არამედ ქართველ მოგზაურებში კომუნიკაციის მოქნილობისა და კომფორტის აღქმა სრულად გარდაქმნა.
როგორ აჯამებს GLOBALCELL 2025 წელს და რა მიზნები აქვს კომპანიას 2026 წელს, დეტალებზე Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს, გიორგი მადუაშვილს ესაუბრა:

- როგორ შეაფასებთ GLOBALCELL-ის 2025 წლის საერთო შედეგებს? მოახერხეთ თუ არა წლის დასაწყისში დასახული სტრატეგიული მიზნების სრული იმპლემენტაცია?
- 2025 წელი GLOBALCELL-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური, დატვირთული და გარდამტეხი პერიოდი იყო. წლის დასაწყისში დასახული სტრატეგიული მიზნები და ჩვენი მთავარი ფოკუსი დაეფუძნა სამ მთავარ ვერტიკალს: ტექნოლოგიურ ინოვაციებს, გლობალურ ინტეგრაციას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
წლევანდელი პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სიახლეებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით. პირველად საქართველოს ტელეკომ ბაზარზე შევქმენით და მომხმარებლებს შევთავაზეთ სრულიად ახალი კატეგორიის პროდუქტი — საერთაშორისო SIM და eSIM ბარათები ქართული ნომრით. ეს არის სრულიად ახალი და უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანების კომუნიკაციის წესებს უცხოეთში ყოფნისას.
სტანდარტული როუმინგისგან განსხვავებით, GLOBALCELL-ის საერთაშორისო SIM/eSIM ბარათზე შემავალი ზარები აბონენტებისთვის სრულიად უფასოა. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასის მობილური ინტერნეტით გლობალურად და აქვთ წვდომა სრული სპექტრის მობილურ სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მთელ მსოფლიოში.
ჩვენთვის 2025 წლის კიდევ ერთი სტრატეგიული მიღწევა იყო ის, რომ GLOBALCELL გახდა პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორი, რომელიც გაერთიანებული ერების მსოფლიო ტელეკომ კავშირის წევრი გახდა. ეს სტატუსი გვაძლევს წვდომას საერთაშორისო რეგულაციებზე, ტექნოლოგიურ სტანდარტებზე და ინდუსტრიულ პლატფორმებზე, რაც პირდაპირ აისახა როგორც კომპანიის გლობალურ პოზიციონირებაზე, ასევე ჩვენს აბონენტებზე — რომლებსაც დღეს ვთავაზობთ უფრო დახვეწილ, სტაბილურ და ტექნოლოგიურად სრულყოფილ სერვისებს.
საბოლოოდ, 2025 წელი GLOBALCELL-ისთვის იყო არა მხოლოდ განვითარების, არამედ ხარისხობრივი გადახალისების წელი — როდესაც ინოვაციამ, საერთაშორისო ინტეგრაციამ და მომხმარებელზე ორიენტირებულობამ სერვისების სრულიად ახალ სტანდარტამდე მიგვიყვანა.
- რა იყო 2025 წლის ყველაზე წარმატებული მიმართულება კომპანიაში? რა იყო წლის მთავარი გამოწვევა და როგორ მოახერხეთ მისი გადაჭრა?
- 2025 წლის განმავლობაში GLOBALCELL-ის ყველაზე წარმატებული მიმართულება გახდა ის ტექნოლოგიურ-სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც სრულად იყო მიმართული მოგზაურობისას შექმნილი ტრადიციული ტელეკომ ბარიერების დაძლევაზე და მომხმარებლის ქვეცნობიერად ჩამოყალიბებული ნეგატიური განცდების გარდაქმნაზე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი ინოვაციური პროდუქტის შექმნა, რომელიც ადამიანებს პრაქტიკულად დაავიწყებდა „როუმინგთან“ ასოცირებულ პრობლემებსა და ნეგატიურ აღქმებს — იქნება ეს მაღალი ტარიფები, რთული ტექნიკური პროცედურები თუ სერვისის გამოყენების შეფერხებები.
ისტორიულად, სტანდარტული როუმინგი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძვირით და მომხმარებლისთვის არასასიამოვნო პროცედურებით. ასევე, ბაზარზე არსებობს შეთავაზებები, რომელიც მოიცავს მხოლოდ უნომრო და მხოლოდ ელექტრონულ eSIM-ბარათებს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი შეზღუდვა იყო იმ აბონენტებისთვის, ვის მობილურ მოწყობილობასაც არ ჰქონდა eSIM-ის მხარდაჭერა, ხოლო ის, ვინც სერვისის გააქტიურებას შეძლებდა, ვერ სარგებლობდა სტანდარტული სატელეკომუნიკაციო სერვისებით (ზარები, SMS-ები და სხვა), რადგან აღნიშნულ eSIM-ებს არ აქვს ნომერი. ამას ემატებოდა ტექნოლოგიური სირთულეები — ყოველი მოგზაურობის წინ ახალ-ახალი eSIM-ის შეძენა (რაც ფინანსურადაც დამატებითი ხარჯია) და მისი ყოველ ჯერზე აქტივაცია, eSIM-ის ქსელზე ხელით დარეგისტრირება ყველა ქვეყანაში, APN პარამეტრების ხელით გაწერა და ასევე, მომსახურების შეფერხებები კონკრეტულ ქვეყნებსა და ოპერატორებზე, რაც მოგზაურობის დროს სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა.
- და რა არის ამ ყველაფრის ფონზე GLOBALCELL-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობები?
- GLOBALCELL-ის ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM/eSIM ბარათი სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შეიქმნა. ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც როუმინგთან დაკავშირებულ ყველა ამ ნეგატიურ ასპექტს სრული პოზიტივისკენ ცვლის და ასევე, ერთდროულად აერთიანებს ყველა იმ უპირატესობას, რომელიც აქამდე სხვადასხვა სერვისებში ცალ-ცალკე არსებობდა — ან საერთოდ არ არსებობდა: მომხმარებელი იღებს მუდმივ და უვადო SIM/eSIM ბარათს მუდმივი ქართული ნომრით, რაც სერვისს არა ერთჯერად, არამედ გრძელვადიან კომუნიკაციურ პლატფორმად აქცევს. ყველა შემომავალი ზარი სრულიად უფასოა, რაც რადიკალურად ცვლის როუმინგთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოლოდინებს. ინტერნეტპაკეტები გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე იაფია და მომხმარებელს ეძლევა არჩევანი, გაიაქტიუროს როგორც კონკრეტული ქვეყნის, ისე ფართო გეოგრაფიულ დაფარვის ინეტრნეტ პაკეტები სასურველი ვადით.
და რაც მთავარია, ვუზრუნველვყავით ტექნიკური პროცედურების სრული ავტომატიზაცია — GLOBALCELL-ის SIM/eSIM ბარათს არ სჭირდება ქსელზე ხელით რეგისტრაცია, პარამეტრების ხელით კონფიგურაცია, ან რაიმე ტექნიკური ჩარევა მანუალურად. სერვისი ავტომატურად მუშაობს მთელ მსოფლიოში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოგზაურობისას მთლიანად გადაერთოს კომფორტზე და არა პრობლემების მოგვარებაზე.
თუ უნდა აღვნიშნოთ წლის მთავარი გამოწევა, ეს იყო არსებული ინდუსტრიული სტერეოტიპების დამსხვრევა და სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრება ბაზარზე. გამოწვევა მოიცავდა როგორც ტექნოლოგიური არქიტექტურის შექმნას, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან კომპლექსური ინტეგრაციების განხორციელებას. საბოლოოდ, ამ გამოწვევას გავუმკლავდით ძლიერი გუნდის, მოქნილი ინფრასტრუქტურისა და იმ ფილოსოფიის წყალობით, რომ ტელეკომ სერვისები უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, პროგნოზირებადი და მომხმარებლისთვის კომფორტული.
შედეგად, 2025 წელი GLOBALCELL-ისთვის არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტის წარმატებული გამოშვების, არამედ მომხმარებლის ქცევისა და მოლოდინების გარდაქმნის წელიწადი გახდა — რაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვებაა.
- როგორ შეიცვალა კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით?
- GLOBALCELL-ის აბონენტთა რაოდენობა, 2025 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისტორიულად, 2009 წლიდან, ჩვენ აბონენტებს ვთავაზობდით ევროპულნომრიან საერთაშორისო SIM ბარათებს, რითაც წლების განმავლობაში საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა. თუმცა ქართველი მოგზაურებისთვის სპეციალურად შექმნილი ინოვაციური ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებისა და ბევრად დახვეწილი და იაფი სერვისების ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი აბონენტების რაოდენობა.
2025 წელს, მთლიან წინა პერიოდთან შედარებით, კომპანიამ აბონენტთა 30%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც საკმაოდ მაღალი და ეფექტური მაჩვენებელია სატელეკომუნიკაციო სექტორისთვის. ეს შედეგი მიუთითებს, რომ მომხმარებელი ეძებს უფრო მარტივ, სანდო, ხარისხიან და ტექნოლოგიურად დახვეწილ კომუნიკაციის გადაწყვეტას საზღვარგარეთ.
ჩვენი მიზანი უცვლელია — ვიყოთ ყველაზე კომფორტული და დახვეწილი სერვისის მქონე ოპერატორი ქართველი მოგზაურებისთვის და ამ ნდობის გამართლებისთვის მუდმივად შევთავაზოთ ინოვაციები, გლობალური დაფარვა და მაღალი ხარისხის მომსახურება.
- 2025 წელს რომელ ოპერაციულ პროცესებში მოხდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები?
- 2025 წელი GLOBALCELL-ისთვის ოპერაციულად ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული პერიოდი იყო. პრაქტიკულად ყველა პროცესში განხორციელდა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, სტრუქტურული დახვეწა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება — ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემებითა და ოპერაციული გადაწყვეტილებებით დასრულებული.
თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდი საერთაშორისო სტანდარტიზაციის მიმართულებას. 2025 წელს GLOBALCELL-მა წარმატებით გაიარა ორი უმნიშვნელოვანესი ISO სერტიფიცირების პროცესი — მომხმარებელთა მონაცემთა უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სტანდარტებში. ამ სერტიფიკატებმა არა მხოლოდ დაადასტურა კომპანიის შესაბამისობა თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან, არამედ არსებითად გააძლიერა ჩვენი ოპერაციული ჩარჩოები: მონაცემთა დაცვის არქიტექტურა გახდა უფრო საიმედო, ხოლო ხარისხის მართვის სისტემა — მნიშვნელოვნად უფრო სტრუქტურირებული, პროგნოზირებადი და თანამედროვე საერთაშორისო ტელეკომ სექტორის სტანდარტებთან თავსებადი.
შედეგად, GLOBALCELL ოპერირებს უსაფრთხოებაზე და ხარისხზე დაფუძნებული სერვისებით, რაც მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურ დაცულობას, სტაბილურობას და ნდობის მაღალ განცდას.
- ასევე, საინტერესოა, როგორ შეაფასებთ 2025 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის გაფართოების კუთხით?
- უპირველესად ის, რომ როგორც მოგახსენეთ, GLOBALCELL გახდა პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორი, რომელიც გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა და რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები და პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან ტელეკომ ინდუსტრიებთან, რაც დიდწილად აძლიერებს კომპანიის გლობალურ პოზიციონირებას.
გარდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ინდუსტრიებთან არსებული და მუდმივად განვითარებადი პარტნიორობისა, GLOBALCELL ასევე აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, თუ ადგილობრივ უწყებასთან. ამ მხრივ, 2025 წლის შეფასებისას, განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროპის ჭადრაკის კავშირის მიერ, სულ ახლახან გადმოცემულ ჯილდოს, რომლითაც GLOBALCELL აღიარებული იქნა, როგორც ჭადრაკის ევროპული ოჯახის ყველაზე საიმედო ტელეკომ ოპერატორი და ვამაყობთ, რომ ევროპელი მოჭადრაკეების ტელეკომ კავშირს უზრუნველყოფს GLOBALCELL.

ასევე, მნიშვნელოვანია აღნიშნოს GLOBALCELL-სა და საქართველოს სპორტის სამინისტროს შორის 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის შესახებაც, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ყველა სპორტსმენი, სპორტული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს სახელს წარადგენენ უცხოურ შეჯიბრებებსა და ასპარეზობებში, სარგებლობენ სრულიად უფასო ინტერნეტ კავშირით GLOBALCELL-ისგან მთელ მსოფლიოში.
ადგილობრივი პარტნიორიობის ნაწილში, ასევე გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ 2025 წლის ნოემბერში გამართული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღონისძიების (საქართველოს ტურიზმის სამიტი - „ტურისტერი 2025“) მთავარი ტელეკომ პარტნიორი გახლდათ GLOBALCELL და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი ტელეკომ სიახლეები, რაც GLOBALCELL-ის მიერ იქნა ტურისტებისთვის 2025 წელს შეთავაზებული.
- სად შეუძლიათ მომხმარებლებს საქართველოში GLOBALCELL-ის SIM და eSIM ბარათების შეძენა და თუ ხართ 24/7-ზე ხელმისაწვდომი აბონენტებისთვის?
- უპირველესად, ჩვენს ცენტრალურ ოფისში, თბილისში, მარი ბროსეს 2 ნომერში, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კვირის ნებისმიერ დღეს.
ასევე, სულ ახლახან გავხსენით ახალი ფილიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ასევე 24 საათიან რეჟიმში ემსახურება მგზავრებს/აბონენტებს.

ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა საკომუნიკაციო არხი (ცხელი ხაზით დაწყებული, სოციალური პლატფორმებით დასრულებული) დღე-ღამის ნებისმიერ დროს ემსახურება აბონენტებს.
GLOBALCELL-ის ქართულნომრიანი SIM და eSIM ბარათების შეძენა ასევე შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აგრეთვე, საქართველოს ფოსტის ყველა ფილიალში, ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში.
- რა არის თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები და რა მნიშვნელოვანი სიახლეების შეთავაზება იგეგმება მომხმარებლებისთვის 2026 წელს?
- 2026 წელს, GLOBALCELL-ის მთავარი ინოვაციური მიმართულება იქნება აბონენტებისთვის მობილური კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის გაფართოება იქაც, სადაც მობილური სიგნალი არ არის — იქნება ეს ცის სივრცე, ღია ზღვის არეალი თუ სხვა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სატელიტურ ქსელებთან ინტეგრაციის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს აბონენტებს შევთავაზოთ უკიდურესად ფართო დაფარვა და სტაბილური კომუნიკაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - ხმელეთზეც, ცაშიც და ზღვაშიც.
ამასთან, ვაფართოებთ პარტნიორობას ავიაკომპანიებთან და საკრუიზო ოპერატორებთან, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენი აბონენტებისთვის შესაძლებელი იქნება მონაცემთა გადაცემა იქაც, სადაც ტრადიციული მობილური ქსელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურებას. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს GLOBALCELL-ის, როგორც ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ოპერატორის პოზიციას.
გარდა ტექნოლოგიური ინოვაციებისა, 2026 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ოპერირების არეალის გაფართოებას. GLOBALCELL, როგორც ტელეკომ ბრენდი, უკვე წარმოდგენილია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (შესაბამისი ადგილობრივი ლიცენზიებით) და ჩვენი სტრატეგია არის ახალ ბაზრებზე წვდომის გაზრდა, რათა საერთაშორისო აბონენტებს შევთავაზოთ ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, GLOBALCELL-ის ყველა საერთაშორისო აბონენტმა იცის, რომ ისინი სარგებლობენ იმ ტელეკომ ბრენდით, რომელიც დაბადებულია საქართველოში - ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყეა.
სხვა სიახლეები
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება
26.06.2026.18:32
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია:
• აპლიკაციების შევსება;
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge