გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორები სისტემების მიმართულებით ლიდერი კომპანია ICE 13 წლისაა
დღესდღეობით ICE • აი-სი-ი დარგის ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია ICE-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. ირკვევა, რომ კომპანია ბაზარზე 13 წელია წარმატებით ოპერირებს.
ICE • აი-სი-ი უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორები სისტემების მიმართულებით.
დღესდღეობით ICE • აი-სი-ი დარგის ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.
ჩვენ გთავაზობთ:
• მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას
• ლიფტების, ესკალატორებისა და ტრაველატორების მიწოდებას, მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას
• ქარხნულ გარანტიას
• 24/7 ზე სერვისს
• უფასო საკონსულტაციო მომსახურებას“, - აღნიშნულია ICE-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.