მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაციფრულებული ბიზნესის განვითარების მასშტაბები და პოტენციალი - „ნისა სტუდიო“ პროგრამის - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მონაწილეა

news image
mbc image

 

ქართული მცირე ავეჯისა და დეკორის საწარმო „ნისა სტუდიო“, რომელიც ძველ და სტანდარტულ ავეჯს ახალ სიცოცხლეს სძენს, საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მონაწილეა. ინიციატივის ფარგლებში მან უკვე გააციფრულა ბიზნესი.

ბრენდის დამფუძნებელი, ნანო მისაბიშვილი გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა „ნისა სტუდიო“ და რა გზა გაიარა ბრენდმა, რათა რეალურ ბიზნესად ქცეულიყო.

„საქმიანობა 2020 წლის მიწურულს, პანდემიის პერიოდში, როგორც ჰობი ისე დავიწყე და დღეს უკვე მომგებიან ბიზნესად ვაქციე. მსურდა, ყოველდღიური ერთფეროვანი ავეჯისათვის განსხვავებული დატვირთვა მიმეცა. სანამ საქმიანობას დავიწყებდი, შევისწავლე ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით მომხმარებელს არჩევანი ნაკლებად ჰქონდა. ფასიც არ იყო ხელმისაწვდომი. რადგან თავისუფალ დროს, ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთების შექმნით ვარ დაკავებული,  გადავწყვიტე ჩემი ჰობი ბიზნესად მექცია და ასე გაიცნო  „ნისა სტუდიო“ 2021 წლიდან მომხმარებელმა.  დღეს უკვე სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მცირე ხის ავეჯის საწარმოს ვაფუძნებ და ბიზნეს მოდელის მოდიფიკაციაზე ვმუშაობ“, - გვიყვება ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდი ორიენტირებულია პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და ახალი სივრცის გამოყენებას, სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს - ასწავლოს სხვებს მცირე ავეჯის, დეკორისა თუ სხვადასხვა ნივთების დამზადება.

„ბრენდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ვგეგმავ დაინტერესებულ პირებს შევასწავლო სხვადასხვა ნივთების დამზადება. მანამდე, ფიზიკური სივრცის არ ქონის გამო, შეუძლებელი იყო მსგავსი აქტივობების განხორციელება. თუმცა, სენაკში ჩვენი საწარმოს მოწყობის დასრულდებისას ვგეგმავ ამ მიმართულებით განვითარებას. მასშტაბი არ შემოიფარგლება მხოლოდ საწარმოს ლოკაციით. ვორქშოპები, სამომავლო შოურუმის ფარგლებში, თბილისშიც ჩატარდება“, - აღნიშნავს ნანო.

ამ ეტაპისთვის, დამფუძნებელი საქმიანობას მარტო უძღვება, თუმცა სამომავლოდ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

„როცა საქმიანობა დავიწყე, პირადად ვამზადებდი პროდუქციას. შემდგომ რეგულარულად ვუკვეთავდი ოსტატს და მისგან მიღებულ პროდუქტს ვიზუალურად ვცვლიდი. მუდმივი დასაქმებულები ჯერჯერობით არ მყოლია, თუმცა აქტიურად ვეძებ დაინტერესებულ პირებს როგორც წარმოების კუთხით, ასევე საორგანიზაციო ნაწილში ჩართულობისთვის“, - განმარტავს ნანო.

„ნისა სტუდიოს“ მცირე ავეჯისა და დეკორის რეალიზაცია მანამდე ძირითადად Facebook-ით და Instagram-ით  ხდებოდა. დღეს კი, ბრენდს წარმოებული პროდუქციის გაყიდვა ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.

კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიზნესის გაციფრულება ბრენდის მიმართ მეტ საანდოობას იწვევს და ექსპორტის პოტენციალის გაზრდას უწყობს ხელს.

„საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის პროექტში მონაწილეობა ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ბრენდის მიმართ იზრდება სანდოობა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტია წარმატებული ბიზნესისათვის და საქმიანობასაც მეტად პროფესიონალურ დატვირთვას სძენს. პროექტმა ხელი შეუწყო ბაზარზე ბრენდის პოზიციონირებასა და კონკურენტუნარიანობას. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის პოტენციალი. პროექტში ჩართვამდე ვერ წარმოვიდგენდი ბიზნესის განვითარების მასშტაბებსა და პოტენციალს, დღეს კი მკაფიოდ ვხედავ განვითარების გზას, რაშიც ბიზნესის გაციფრულება დამეხმარა“, - აღნიშნავს „ნისა სტუდიოს“ დამფუძნებელი, ნანო მისაბიშვილი.

ინფორმაციისთვის, პროექტი „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.  გამარჯვებული მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე მისი მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბანკი კი, ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS  და MR ქულებით გადახდა და სხვა)  ინტეგრაციას ახორციელებს, მეწარმეებისთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით სურთ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა