„გაზპრომის“ მოგება წლის პირველ ნახევარში 12%-ით შემცირდა
კომპანია „გაზპრომის“ მოგებამ 2026 წლის პირველ ნახევარში 864 მილიარდი რუბლი (10 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 12%-ით ნაკლებია. კომპანიის განცხადებით, კლების მიზეზი უფრო ძლიერი რუბლის გავლენაა.
ამის საპირისპიროდ, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება 518.6 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ზე მეტით მეტია. ზრდას ხელი შეუწყო ნავთობისა და გაზის უფრო მაღალმა ფასებმა. აღნიშნული შედეგები „გაზპრომის“ ჯგუფს ეხება, რომლის აქტივები მოიცავს ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ასევე ელექტროენერგიის წარმოებას. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებისა და ჩინეთში ექსპორტის ზრდა ძირითადი საქმიანობიდან მიღებული მოგების 6%-7%-იან ზრდას განაპირობებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.