მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გაზრდილი ინვესტიციები ჯივიპის მისცემს საშუალებას გააუმჯობესოს წყლის მიწოდების ხარისხი - დავით ნარმანია 

news image
mbc image

მარეგულირებელმა კომისიამ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა „ჯივიპის“, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უფრო აქტიურად შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ გააუმჯობესონ წყლის მიწოდების მდგომარეობა, - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „ჯოვიპის“ მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა . 

„პროგრესი ნამდვილად გვაქვს ამ თვალსაზრისით, ისევე როგორც ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მართვის უტილიზაცია. ეს ასევე ავარიებზე, წყვეტებზე უნდა აისახოს დადებითად და შესაბამისად შემცირდეს მათი რაოდენობა და ის უმთავრესი ამოცანა რაც გვაქვს, რომ რაც შეიძლება კმაყოფილი იყოს მომხმარებელი და ნაკლები იყოს წყვეტები, ეს ამოცანა ამდაგვარი პროექტებისა და მართვის მიდგომებით იქნება მიღწეული. 

შესაბამისად ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროგრესს, რაც ნამდვილად გვაქვს და მუშაობის ასეთი ტემპი მოგვცემს იმ შედეგს, რაც ყველას გვინდა. 

სემეკმა ჯივიპის 2023 წლის დეკემბერში სამწლიანი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა. გაორმაგდა ინვესტიციების მოცულობა თბილისისა და რუსთავისთვის. რუსთავში უფრო მაღალი ტემპით ხორციელდება პროექტები, რადგან იქ უფრო მეტი პრობლემა იყო და ხშირად ხდებოდა ავარიები.

რუსთავში განხორციელდა წყლის მიწოდების მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია.  დედაქალაქში გამოვყოფდი გახოკიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას სადაც მიმდინარეობს მთავარი წყალმომარაგებისა და  წყალარინების პროექტების განხორციელება, ესეც თავის შედეგს მოგვცემს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა