მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

გაზრდილი ჯავშნები და მაღალი მოთხოვნა - როგორ ხვდება ზაფხულის სეზონს სასტუმრო „პაბელონი“

news image
mbc image

სასტუმრო „პაბელონი“ კახეთში, ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ მდებარეობს და სტუმრებს დასვენების, გასტრონომიისა და მრავალფეროვანი აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანებულ გამოცდილებას სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებზე, ტურისტული სეზონის მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia სასტუმრო „პაბელონის“ გენერალურ მენეჯერს თამარ ახალბედაშვილს ესაუბრა.

რა არის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები პაბელონში და რა მიმართულებით განვითარდა სასტუმრო?

ბოლო პერიოდში სასტუმრო „პაბელონში“ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ისე სტუმართა გამოცდილების გამრავალფეროვნებას. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სარეკრეაციო ზონა და დაემატა ახალი სპორტული სივრცეები - პიკლბოლისა და კალათბურთის მოედნები, რომლებიც განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა როგორც ოჯახური დასვენების, ასევე კორპორატიული ღონისძიებების ფარგლებში.

აქტიურად ვითარდება სასტუმროს გასტრონომიული მიმართულებაც. განახლდა მენიუ, რომელიც ახალი შეფ-მზარეულის ხედვასა და თანამედროვე კულინარიულ ინტერპრეტაციებს ეფუძნება, თუმცა მთავარი აქცენტი კვლავ კახური სამზარეულოს ავთენტური გემოების შენარჩუნებაზეა გაკეთებული. ამასთან, შეიქმნა ახალი „კახური კუთხე“, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და უფრო ახლოს გაეცნონ ადგილობრივ კულტურასა და კულინარიულ მემკვიდრეობას.

ჩვენი მიზანია, „პაბელონი“ თითოეული სტუმრისთვის იქცეს განსაკუთრებულ გამოცდილებად - ადგილად, რომელიც ორგანულად აერთიანებს დასვენებას, ქართულ კულტურას, ღვინოს, გასტრონომიასა და აქტიურ გარემოს.

როგორ ხვდებით ახალ ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე პერიოდზე?

მაისიდან კახეთში ტრადიციულად იწყება მაღალი ტურისტული სეზონი და მიმდინარე წელს მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. შესაბამისად, სასტუმრო „პაბელონშიც“ მნიშვნელოვნად გაიზარდა დატვირთულობა როგორც ინდივიდუალური ვიზიტორების, ისე ტურისტული ჯგუფებისა და კორპორატიული სეგმენტის მხრიდან.

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პაბელონი“ წარმატებით პოზიციონირდება არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ ბიზნესტურიზმის მიმართულებითაც. სასტუმროს საკონფერენციო სივრცეები, რომლებიც 200-ზე მეტ სტუმარს იტევს, გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მოვიზიდოთ MICE ტურიზმის სეგმენტი.

ამასთან, „პაბელონი“ იდეალური სივრცეა სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზებისთვის. სასტუმრო თანდათან ყალიბდება კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ საქორწილო მიმართულებად, რასაც ხელს უწყობს მისი უნიკალური არქიტექტურა, ბუნებრივი გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მრავალფუნქციური სივრცეები და სრულყოფილი მომსახურების კონცეფცია.

მიმდინარე სეზონის მიმართ მოლოდინები პოზიტიურია. დაინტერესება მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების მხრიდან და გვჯერა, რომ კახეთი კვლავ შეინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული რეგიონის სტატუსს.

როგორია ჯავშნების დინამიკა სეზონის დაწყების ფონზე და შეინიშნება თუ არა ზრდა?

სეზონის დაწყებასთან ერთად ჯავშნების რაოდენობის ზრდა მკაფიოდ გამოიკვეთა. გარკვეული თარიღები და პრაქტიკულად სეზონის ყველა უქმე დღე უკვე სრულად არის დაჯავშნილი.

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმროს გარე აუზი, რომელიც სტუმრებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ხანგრძლივ განთავსებაზეც - სტუმრები სულ უფრო ხშირად ირჩევენ რამდენიმე დღით დარჩენას, რათა სრულად ისარგებლონ სასტუმროს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით.

ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც პირდაპირი ჯავშნების, ასევე კორპორატიულ და ტურისტულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

იგეგმება თუ არა ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის ან შეთავაზებების დამატება მომდევნო სეზონებზე?

განვითარება სასტუმრო „პაბელონის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ამ ეტაპზეც აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ტბის მიმდებარე სივრცის განვითარება, რომელიც მომავალში სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფუნქციურ და მიმზიდველ ზონად გარდაიქმნება.

ასევე დაგეგმილია საბავშვო სივრცეების გაფართოება და ახალი გასართობი აქტივობების დამატება, რადგან ოჯახური ტურიზმი ჩვენი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

პარალელურად, ვაგრძელებთ გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებების განვითარებას. სხვადასხვა სახის მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაციები და ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული გამოცდილებები მომავალშიც სასტუმრო „პაბელონის“ კონცეფციის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა სასტუმროს პოზიციონირების და ზრდის კუთხით საქართველოში ტურიზმის ბაზარზე?

ჩვენი მთავარი მიზანია, სასტუმრო „პაბელონი“ ჩამოყალიბდეს კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ, რომელიც სტუმრებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განთავსების სერვისს, არამედ მრავალფეროვან და დასამახსოვრებელ გამოცდილებას.

ვისწრაფვით, რომ „პაბელონი“ ასოცირდებოდეს ქართულ სტუმართმოყვარეობასთან, ავთენტურ კულტურასთან, ღვინის ტრადიციებთან, გამორჩეულ გასტრონომიასთან და თანამედროვე კომფორტთან. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ განვითარებას როგორც რეკრეაციული, ისე კორპორატიული და ღონისძიებების ტურიზმის მიმართულებით.

სამომავლოდ ჩვენი ხედვაა, სასტუმრო უფრო აქტიურად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზარზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კახეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და რეგიონის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“

05.10.2026.12:00

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის  განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?

ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.

⁠როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?

გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.

ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

⁠როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?

მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.

⁠რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?

„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.

სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:

შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა

ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.

კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.

სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.

დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.

გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

⁠ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.

ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.

სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.

⁠სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.

შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა