გაზრდილი მოთხოვნა, ახალი ინფრასტრუქტურა და სამომავლო გაფართოება - როგორ ვითარდება Cottage Hamaki Pool & Spa
Cottage Hamaki Pool & Spa დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეა, რომელიც თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თეონა ტეფნაძე, ესაუბრა.
„ჩვენს სივრცეში მნიშვნელოვანი განახლებები განხორციელდა. შუა კოტეჯი, რომელიც თავდაპირველად წვეულებებისთვის იყო განკუთვნილი, გადაკეთდა და დღეს უკვე წყვილებისთვის განკუთვნილ კომფორტულ კოტეჯს წარმოადგენს. ამასთან, გარე ტერიტორიაზე მოეწყო 50 კაციანი სადღესასწაულო სივრცე, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ცეცხლის არენასთან. არენის გარშემო განთავსებული ჰამაკები და განახლებული ინფრასტრუქტურა ერთიან და მყუდრო გარემოს ქმნის წვეულებების, საქორწინო ცერემონიების, იუბილეებისა და სხვა ღონისძიებების გასამართად.

ამჟამად, აქტიურად ვმასპინძლობთ ექსკურსიებს. სტუმრების გამოცდილების გასამდიდრებლად დავამატეთ კვადროციკლი, რამდენიმე ველოსიპედი და ბავშვთა გასართობი სივრცისთვის საჭირო ინვენტარი “, - აცხადებს თეონა ტეფნაძე.

სივრცის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი მზარდი დინამიკით ხასიათდება.
„მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. რაც უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენი სივრცის შესახებ, მით უფრო იზრდება ინტერესი. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა მაისის თვეში დაფიქსირდა - სადღესასწაულო სივრცე პრაქტიკულად სრულად იყო დაჯავშნილი და ამ ეტაპზეც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებზე სივრცე რეალურად მონახულების შემდეგ კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით. ბუნებრივი გარემო, ატმოსფერო და სივრცის მასშტაბი ადგილზე მოსულების მოლოდინს ხშირად აღემატება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Cottage Hamaki Pool & Spa სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ სივრცის კიდევ უფრო გაფართოებას. კერძოდ, ვფიქრობთ 1-2 ახალი კოტეჯის დამატებას, ხოლო სპა ზონის განვითარებისთვის საუნის სივრცის მოწყობას“, - აცხადებს თეონა ტეფნაძე.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.