„ეზობანა“ - ავთენტური ღია სივრცე საბავშვო წვეულებებისთვის
„ეზობანა“ საბავშვო წვეულებების სივრცეა, რომელიც ბაზარზე სამი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს ბავშვებისთვის განსხვავებული ფორმატის დაბადების დღეებსა და გასართობ აქტივობებს სთავაზობს. სივრცე გამოირჩევა მწვანე გარემოთი და კონცეფციით, რომელიც ბავშვებთან ერთად მშობლებისთვისაც კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილების შექმნას ითვალისწინებს.
კომპანიის დამფუძნებელი ანა გოგიაშვილი Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებზე, მომხმარებლის მოთხოვნებსა და სივრცის განვითარების მიმართულებებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით „ეზობანასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი 6 თვე „ეზობანასთვის“ საკმაოდ აქტიური და წარმატებული იყო. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ჩატარებული დაბადების დღეების რაოდენობა. მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი შეთავაზება - დავამატეთ არაერთი ახალი სერვისი და გასართობი პროგრამა, მათ შორის ილუზიონისტის შოუ, თოჯინების თეატრი და სხვა აქტივობები.

როგორი იყო მომხმარებლების დაინტერესება „ეზობანას“ კონცეფციით წლის პირველ ნახევარში და რა ცვლილებები გამოიკვეთა ვიზიტორების მოთხოვნებსა და ქცევაში?
მომხმარებლების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტუმრები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ თბილისში მსგავსი ავთენტური კონცეფციისა და განსხვავებული ფორმატის საბავშვო დაბადების დღის სივრცე არ არის, რაც მათი კმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რა მიმართულებით განვითარდა „ეზობანა“ 2026 წლის პირველ 6 თვეში - დაემატა თუ არა სივრცეს ახალი აქტივობები, სერვისები ან შესაძლებლობები, რომლებიც ბავშვებისა და მშობლების ინტერესს პასუხობს?
დიახ, „ეზობანას“ დაემატა არაერთი ახალი სერვისი და აქტივობა. ჩვენი მთავარი უპირატესობაა თავად გარემოა - სივრცე სრულად სიმწვანეშია მოქცეული და შექმნილია არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც სასიამოვნო გამოცდილების მისაღებად. შესაბამისად, ჩვენთან სტუმრობა მათთვისაც კომფორტული და სასიამოვნოა.

რა არის კომპანიის მთავარი გეგმები და პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში და იგეგმება თუ არა სივრცის კიდევ უფრო გაფართოება ან ახალი მიმართულებების დამატება?
2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ზამთრის დაბადების დღეებისთვის შიდა სივრცის მოწყობაა. „ეზობანა“ ღია სივრცეა და ცივ სეზონზე ბავშვებისთვის გარე ღონისძიებების ჩატარება რთულდება, ამიტომ ვმუშაობთ შიდა სივრცის შექმნაზე, რომელიც „ეზობანას“ კონცეფციას შეინარჩუნებს და სტუმრებს წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობის შესაძლებლობას მოგვცემს.

ცნობისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, შეყლაშვილის 15 ნომერში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
არდიმ Wizz Air-ის მგზავრებისთვის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური კამპანია დაიწყო LXM Media-სთან თანამშრომლობით
28.09.2026.14:09
საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა სადაზღვევო კომპანია არდიმ, LXM Media & Publishing-თან პარტნიორობით ახალი სამოგზაურო დაზღვევის კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია სამოგზაურო დაზღვევის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გზით შეთავაზებაა Wizz Air-ის მგზავრებისთვის როგორც საქართველოდან გამსვლელი, ისე საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის.
კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია 2026 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნის ამოქმედების ფონზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, არდიმ სამოგზაურო დაზღვევის სპეციალურ შეთავაზებებს Wizz Air-ის მგზავრებს კომპანიის ციფრულ არხებში დაახვედრებს. ელექტრონული ავიაბილეთის მიღების შემდეგ, Wizz Air-ის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ არდის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ. შეთავაზება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ევროპაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე Wizz Air-ის რეისებით საქართველოში ჩამომსვლელი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არდისთვის სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების ცნობადობის ზრდის მიმართულებით. ამასთანავე, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოგზაურობამდე მარტივად და მოსახერხებლად შეიძინონ დაზღვევა Wizz Air-ის ციფრული არხების მეშვეობით, რომლებსაც ექსკლუზიურად LXM Media & Publishing მართავს.
„მოგზაურობა ბილეთის შეძენით არ სრულდება, არამედ ამ მომენტიდან იწყება. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა მოგზაურობა მშვიდად დაიწყონ და იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საიმედო სამოგზაურო დაზღვევა მათთვის მარტივადაა ხელმისაწვდომი,“ - აცხადებს თეონა გოდერიძე, არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის საშუალებით, Wizz Air-ის მგზავრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლებით არდის საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევასა და Welcomer-ზე - საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევაზე.
არდი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონებისა და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. არდიში გვჯერა, რომ დაზღვევის ნამდვილი მიზანი ადამიანის შეზღუდვა კი არა, მისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებაა. ჩვენი მიზანია მან თავდაჯერებულად იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, შექმნას და იცხოვროს სრულფასოვნად. სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს ბრენდის მთავარი იდეა - „ცხოვრების ჯერია“.