გაზრდილი მოთხოვნა და ახალი სერვისები - როგორ ვითარდება „გურმეს“ ქეითერინგის მიმართულება
2012 წლიდან ბაზარზე მოქმედი „გურმე“ ქეითერინგის მიმართულების განვითარებას აქტიურად განაგრძობს. კომპანია მომხმარებელს სრულ ქეითერინგულ მომსახურებას სთავაზობს და ამ მიმართულებით ახალ სერვისებსაც ნერგავს. რა სიახლეები აქვს „გურმეს“ და როგორ იცვლება მომხმარებლების მოთხოვნები, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანი იაშვილი ესაუბრა.

„როგორც იცით „გურმე“ 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სრული ქეითერინგის მომსახურებაა, რომელსაც ვთავაზობთ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე კერძო მომხმარებლებს.
ჩვენთვის ხარისხი და სურსათის უვნებლობის სტანდარტები პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, საწარმო, სადაც ფურშეტები მზადდება, ფლობს როგორც ISO-ს სერტიფიკატს, ასევე „სახალხო კონტროლის“ სტიკერს, რაც მომხმარებლის ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია ქორწილების მიმართულება. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას - ველქამ ზონიდან დაწყებული, ფურშეტითა და მომსახურე პერსონალით დასრულებული. პრაქტიკულად, ყველა საჭირო დეტალს „გურმე“ უზრუნველყოფს.
ბოლო პერიოდში არაერთ მსხვილ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ. მაგალითად, ახლახან კომპანია Nike-ის ღონისძიების ქეითერინგი სრულად ჩვენ უზრუნველვყავით.
ქორწილების მიმართულებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - დავიწყეთ თანამშრომლობა კომპანია Laka Wedding-თან.
მომხმარებლები, საქორწილო ტორტს ან ქეითერინგს თუ შეუკვეთავენ - Laka Wedding, ივენთ კომპანიის 300 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

გარდა ამისა, უცხოელი სტუმრებისთვის დამატებითი სერვისები შევქმენით, რადგან მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც სურთ ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გადაიხადონ, ვთავაზობთ ფურშეტს, სადაც მინი-კანაპეების ფორმატში წარმოდგენილია ქართული ტრადიციული კერძები, მათ შორის ხაჭაპური, ფხალის ასორტი და სხვა ქართული გემოები. ამასთან, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქართული კულინარიის მასტერკლასებში - ჩურჩხელის, ხინკლისა და მწვადის მომზადებაში, რომლებიც ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, მათ შორის ღია სივრცეებში, ტარდება. ამგვარად, მომხმარებელი ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას იღებს“, - აღნიშნავს ანი იაშვილი.
წინა წელთან შედარებით ქეითერინგის მიმართულებით მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია.
„2026 წელს ფურშეტებისა და ქეითერინგის მომსახურებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს კომფორტს - სურს, ადგილზე მიიღოს სრულად ორგანიზებული მომსახურება, თავად კი მეტი დრო დაუთმოს სტუმრებთან ურთიერთობასა და ღონისძიებით სიამოვნებას.

ამ მიმართულებით „გურმე“ ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. კომპანიის მენიუში დაახლოებით 1 000-მდე სახეობის კანაპეა, ასევე შესაძლებელია თემატური, სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაზე დაფუძნებული სუფრების ორგანიზება - იტალიური, ფრანგული, გერმანული, ავსტრიული და სხვა“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - „აგრითაჩის“ დამფუძნებელი
24.08.2026.16:00
2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.
როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.
ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.
2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.
ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.
როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?
ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.
2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.
ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.
რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.
გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.
ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.