გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი!
მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.
15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზრდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ:
30 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება - 50 მბ/წმ-მდე,
50 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება - 80 მბ/წმ-მდე.
შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ფასისყოველგვარი ცვლილების გარეშე.
ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება შემცირდა და 100 ლარისნაცვლად 80 ლარად არის ხელმისაწვდომი.
ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება.
სასიამოვნო სიახლეები მომავალშიც გაგრძელდება.
https://www.magticom.ge/ka/speedup
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.