გაზრდილია მოთხოვნა ევროპელი დამსვენებლების მხრიდან - Vineyard Hotel & Winery
Vineyard Hotel & Winery ეს არის მყუდრო და თანამედროვე სასტუმრო-მარანი, რომელიც კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს. სასტუმრო ფუნქციონირებს 2018 წლიდან და გამოირჩევა ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული გარემოთი, რაც სტუმრებს სიმშვიდესა და კომფორტს სთავაზობს. სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის მენეჯერს თათა ღარიბაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2018 წლიდან. სასტუმრო შედგება 11 ნომრისგან და ჯამში 31 პერსონის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. პერიოდულად ვფართოვდებით. დავამატეთ როგორც ღია აუზი, ასევე დახურული აუზი. წელს ასევე გავაფართოვეთ ეზო, მოვაწყვეთ საბავშვო სივრცე. ეზოში ასევე გვაქვს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მაგალითად ბილიარდი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მეშვიდე წელია რაც ვფუნქციონრებთ და უკვე გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც 4-5 სეზონია აქტიურად გვსტუმრობენ. ბოლო სამი წელია სტაბილურად ერთნაირი მოთხოვნაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წელს გაცილებით მეტი ევროპელი სტუმარი გვყავს, ვიდრე ადრე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
თითქმის ყოველ წელს განახლებული სივრცით ვხვდებით ჩვენს სტუმრებს. წელსაც რამდენიმე სივრცე დავამატეთ. ამასთანავე, გვაქვს ჩვენი რესტორანი და გამოვირჩევით ოჯახური გარემოთი. მომავალი წლის გეგმაში შედის საკუთარი სათბურების გაკეთება და ბიო პროდუქტებზე გადასვლა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალი წლიდან საკუთარი ბიო პროდუქტებით ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრები განსაკუთრებით გამოარჩევენ მომსახურების მაღალ დონეს, სისუფთავესა და კომფორტს. Booking.com-ზე საშუალო შეფასება შეადგენს 9.1 ქულას, რაც მიუთითებს სტუმრების კმაყოფილებაზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.